|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ გეგელია - ჩვენი უმრავლესობა ხმას მისცემს წარსულს და არა მომავალს

ორ დღეში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. რამოდენიმე კანდიდატი იკვეთება, გარკვეული შანსებით. თითოეული კანდიდატის უკან დგას გარკვეული ძალა, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა და ქვეყნის მომავლის ხედვა. მარგველაშვილი, ბაქრაძე,ბურჯანაძეამ კანდიდატებიდან რომელიმეს გამარჯვებით რა სურათი შეიძლება მივიღოთ? რა მსოფლმხედველობა იმარჯვებს? რა სავარაუდო  მომავალს ვაძლევთ ხმას?

newpress.ge- კითხვებს პასუხობს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის

ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის მკვლევარი გრიგოლ გეგელია.

მომავლის ხედვა რასაც შეიძლება ეწოდოს, ამას მე ვერცერთ კანდიდატში ვერ ვხედავ. არცერთ მათგანში არ ჩანს სიცოცხლის ნაპერწკალი, პრეზიდენტის თანამდებობის მნიშვნელობის განცდა ან სახელმწიფოებრიობის განცდა. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია იყო ინერტული და ერთფეროვანი. ეს უპირველეს ყოვლისა იდეების  ჭიდილის ნაკლებობას უკავშირდება, რომლის შედეგიც შეიძლება იყოს საინტერესო და აქტუალური პოლიტიკა. საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში კონკრეტულ  იდეოლოგიებზე თუ იდეებზე საუბარი რთული წამოწყებაა, რადგან პოლიტიკურ რეალობას იდეოლოგიებზე უფრო ხშირად უბრალო პარტიულ-პოლიტიკური გადათამაშებებიანუ ძალაუფლების თამაშები, განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს ახსოვს რამდენი ოპოზიციური კოალიცია დაარსდა და დაიშალა ბოლო დეკადის განმავლობაში. მოგეხსენებათ, მათ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის სურვილი აერთიანებდათ და არა იდეოლოგია. საბოლოოდ, სააკაშვილი სწორედ ერთმა ასეთმა გაერთიანებამ დაამარცხა.

უახლოესი ისტორიაც მსგავს რაღაცას მოწმობს. დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი ლიდერი არ მოსულა ძალაუფლებაში კონკრეტული იდეოლოგიის გამო. პირველი პრეზიდენტი ეროვნული ლიბერაციის, მეორე საქართველოს პირველის მიერ შექმნილი ვითარებიდან ლიბერაციის, მესამე კი საქართველოს მეორესგან ლიბერაციის მისიით მოვიდა. რამდენიმე დღეში მოვა მეოთხე, რომლის არჩევის მიღმაცსამწუხაროდიდგება არა კონკრეტული იდეოლოგია, არამედ ისევ მხოლოდ ისტორიული მომენტი, აწმყოს კონკრეტული ვითარება, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ცვლილება მოითხოვა და არც დღეს ტოვებს დიდ და მდიდარ არჩევანს. იდეოლოგიებსა და იდეებს შორის არჩევანის გაკეთების ნაცვლად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქალაქეთა უმრავლესობა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ისტორიაზე. ამ პროცესში, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას წარსულზე, მაგრამ არა მომავალზე, რადგან მომავალი სახელმწიფოს კონკრეტულ ხედვაში შეიძლება ჩანდეს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატებს არა აქვთ. პოლიტიკის მთელი აზრი კი მომავალში დევს და არა წარსულში. სამწუხაროდ, საქართველო მეოთხეს გამოჩენას კვლავ ასფიქსიურ ვითარებაში მოელის.

გიორგი მარგველაშვილის უკან საკმაოდ ამორფული კოალიციური ძალა დგას, მაგრამ არა ერთი კონკრეტული იდეოლოგია, რადგან კოალიცია კარდინალურად განსხვავებული შეხედულებებისა და ფასეულობების მქონე პოლიტიკოსებს აერთიანებს. როგორც თავიდანვე იყო მოსალოდნელი, ამ ფაქტორმა კოალიციის მუშაობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. კოალიციურ კონტექსტში, მომავალზე საუბარი შეუძლებელი მგონია, რადგან ნებისმიერი კოალიციური ხელისუფლება ზოგადად უფრო სუსტი და არაპროგნოზირებადია, ვიდრე ერთი პარტიის მიერ ფორმირებული ხელისუფლება. ეს შედეგებზეც აირეკლება. მაგალითად, კოალიციურმა მთავრობამ საშინაო სცენაზე, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, უკვე განახორციელა ისეთი ცვლილებები, რომლებსაც მე მხოლოდ მივესალმები. ასევე ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილი შეძლებს იყოს მეტნაკლებად ნორმალური პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ განსხვავებულ შთაბეჭდილებას ქმნის.

მაგრამ, ჩემთვის ასევე ცხადია, რომ მარგველაშვილის ირგვლივ ზედმეტად ბევრი ცვლადია, რაც ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, უარყოფითი ფაქტორია. პირველ რიგში, მარგველაშვილი წარმოადგენს კოალიციას. ამ უკანასკნელის ბუნებრივ არასტაბილურობას ამძაფრებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. მეორე რიგში, ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით თუ ვინ იქნება და რა სახის პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მომავალი პრემიერ- მინისტრი. და ბოლოს, მიუხედავად მრავალი განცხადებისა პრო-დასავლური კურსის შესახებ, სამწუხაროდ, კოალიციამ მე ვერ დამარწმუნა მისი გადაწყვეტილების სიმყარეში. უფრო კონკრეტულად, კოალიციური ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ვერავითარ გარანტიას ვერ ვხედავ იმისა, რომ კოალიციაში შემავალ ჯგუფთა პრო-დასავლური სენტიმენტები სძლევს კოალიციის შიგნით თუ გარეთ მობობოქრე პრო-რუსულ სენტიმენტებს, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული თვალშისაცემად გააქტიურებულია. ახალი ტიპის პრეზიდენტი კი, რომელსაც ჩვენ ახლა ვირჩევთ, წესითა და რიგით სწორედ საგარეო არენაზე უნდა იყოს შედარებით უფრო აქტიური.

ბაქრაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სავარაუდოდ უნდა ველოდოთ დაპირისპირებას პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისებს შორის, რაც უმეტესწილად მისასალმებელია. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაცნაციონალური მოძრაობისმმართველობისას რეჟიმის ნაწილის მიერ ჩადენილი უამრავი დარღვევა შესაძლებელი გახადა, იყო სწორედ დაუბალანსებელი ძალაუფლება. ამ მხრივ, საქმიანი დაპირისპირება პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისებს შორის უდავოდ პოზიტიური იქნება. ჩემთვის, როგორც არაპარტიული მოქალაქისთვის, ყველაზე მთავარია ამ არჩევნების შედეგად დაიხვეწოს ქართული დემოკრატია და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ძალათა ჯანსაღი ბალანსი, რომელიც შეუძლებელს გახდის იმის გამეორებას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ცხადია, ბაქრაძის მხრიდან მთავრობის კონტროლის შესახებ საუბარი კომიკურია, რადგან მას წლების განმავლობაში ჰქონდა  ამის შესაძლებლობარომელიც, როგორც ვნახეთ, მას სათანადოდ არასდროს გამოუყენებია.

მაგრამ, ისიც ცხადია, რომ იმ პირობებში, სადაც სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, ხოლო მარგველაშვილის რეალურ ალტერნატივად ბაქრაძის გარდა მხოლოდ ბურჯანაძე შეგვიძლია მოვიაზროთ, შესაძ

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა