|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთი ცალი "ჩუპა–ჩუპსი" ერთი ღერი სიგარეტის სანაცვლოდ – აქცია ქუთაისში

„ჯანმრთელი ფილტვები“, – ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში აქცია გაიმართა. კამპანიის, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას ეწევა,  ორგანიზატორი ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გახლდათ.

კამპანიამ ღონისძიებათა მრავალფეროვანი სპექტრი მოიცვა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა  მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლოგანების გამოფენით, ფლაერების დარიგებით,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებით, და სპორტული შეჯიბრებებით გამოიხატა.

კამპანიის ფარგლებში  უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა თამბაქოს მავნებლოსბის შესახებ პრეზენტაცია–დისკუსია მოაწყვეს. ასევე მოეწყო მოსწავლეთა გუნდებს შორის ასპარეზობა კალათბურთსა და ფეხბურთში. საბოლოოდ კი ნახატების ავტორებიც და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილენიც დააჯილდოეს.

თუმცა მთავარი ჯილდოები მაინც მათ ერგოთ ვინც სიგარეტის ერთ ღერს ერთი „ჩუპა –ჩუპსი„ ამჯობინეს.

„მწეველებმა ერთი ღერი სიგარეტი გაცვალეს ერთ „ჩუპა–ჩუპსში“ და მათ გადაეცათ სერტიფიკატი, იმის ნიშნად, რომ მათ უარი თქვეს ერთ ღერ თამბაქოზე“ , – განაცხადა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა ნათია ნამიჭეიშვილმა.

კომპანიაში მონაწილე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამოქალაქო სქტორის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას მთავრობაც გამოეხმაურება. „თუ სამოქალაქო პირების მიერ იქნება მხარდაჭერილი ცხოვრების ჯანსაღი წესი, მაშინ მთავრობა უფრო ამოქმედდება. ჩვენ ერთ ღერ სიგარეტს ვცვლით ერთ ჩუპა–ჩუპსში და ეს ჩითვლება პირველი ნაბიჯად  რომ უარი  ვთქვათ ამ მავნე ჩვევზე“, – ამბობს მოსწავლე ანა გურგენიძე.

თუმცა ამ კამპანიას მხარდაჭერა ამ ეტაპზე სკოლებთან ერთად მხოლოდ უნივერსიტეტმა გამოუცხადა.  „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ახალგაზრდობაში უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს“,  – განაცხადა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მაკა ხეცურიანმა.

აქციას  „უარი თქვი“ თამბაქოზე ესწრებოდნენ აქტიური მწეველებიც, რომელთაც თამბაქოზე ჯერჯერობით უარი ვერ ათქმევინა ანტიპროპაგანდამ. მათი თქმით უნდათ  თამბაქოს გამოყენებაზე უარის თქმა, თუმცა არ გამოსდით და იმ შემთხევავში თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მაგალითად,  რესტორნებში აკრძალავენ მოწევას, ისინი უბრალოდ არ წავლენ იქ, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძლული იქნება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა