ხანდაზმულები საკუთარი უფლებებისათვის
სამი ხანდაზმული აქტივისტი ფილიპინებიდან, ტანზანიიდან და ჩეხეთიდან 2011 წელიდან გაეროს ტრიბუნიდან ცდილობს დაიცვას ხანდაზმულთა უფლებები. ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივ საქმიანობებში - ეს იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალია, რაზეც ისინი საუბრობენ. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ზუსტად ერთ წელში - 2012 წელი, გაეროს ეგიდით, ხანდაზმულთა წლად გამოცხადდება.
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ხანდაზმულთა გააქტიურება და მათი სამოქალაქო შესაძლებლობების გამოვლენა - ამ საკითხთა დაძლევის ფონზე უწვეთ საქართველოში ხანდაზმულებს არსებობა. ქვეყანაში არსებული „მადლიერების სახლების" ბენეფიციართა უმრავლესობა სწორედ რომ, ხანდაზმულები არიან.
ქუთაისში უკვე 6 წელზე მეტია, რაც მარტოხელა მოხუცთა სოციალური ცენტრები არსებობს. მოხუცთა უმრავლესობა ამ ცენტრებში არამხოლოდ სოციალურ პრობლემათა გამო, არამედ, მარტოხელა მდგომარეობისა და საზოგადოებაში ჩართვის მიზეზით მიდის.
ლილი ავალიანი ერთ-ერთია იმ ბენეფიციართა შორის, რომელიც ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე განთავსებულ მარტოხელა მოხუცთა სოციალურ ცენტრში დადის. ცხოვრებისეული პრობლემებისა და გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, ქალბატონი ცენტრით დაინტერესების მიზეზად ადამიანურ ურთიერთობებს ასახელებს.
„40 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი. ეს უბედურება გადამატანინა აქაურობამ. ორჯერ მივედი ჯაჭვის ხიდზე, მდინარეში გადასავარდნად. ღმერთმა ნუ ქნას, ეს დაწესებულება დაიხუროს, სად მაქვს წასასვლელი... ამის შემდეგი გზა ჩემთვის სასაფლაოა,"- ამბობს ხანდაზმული ლილი ავალიანი-ჯანელიძე. ქალბატონი სხვა ბენეფიციარებთან ერთად, ცენტრში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) დადის.
დილიდან საღამოს 18:00-საათამდე ბენეფიციარები, ცენტრში გარდა ერთმანეთთან ურთიერთობისა, ხელსაქმესაც აკეთებენ.
ცენტრში მოქმედებს რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ჭრა-კერვის, ქსოვის ჯგუფები. მოხუცებს, თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაც შეუძლიათ.
ქუთაისში მარტოხელა მოხუცთა 2 ცენტრი (ავტოქარხნის დასახლებაში და ნინოშვილის ქუჩაზე) არსებობს. ორივე მათგანში, ჯამში 500-მდე ბენეფიციარი დადის.
„მე ვარ პედაგოგი და ცენტრის დაარსების დღიდან აქ დავდივარ. 30 წელი ვიმუშავე სკოლაში და 22 - საბავშვო ბაღში. აქ მოსულმა, 40 წლის უნახავი ამხანაგები ვნახე. აქ რომ მოვედი, გავახალგაზრდავდი" - ამბობს ცენტრის ბენეფიციარი მერი გერაძე.
ქუთაისში მარტოხელა მოხუცთა ცენტრები 2004 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. როგორც წითელი ჯვრის საერთაშორიოს საზოგადოების იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ავალიანი ამბობს, ცენტრის შექმნამდე ჩატარადა კვლევები, რის შედეგადაც, განისაზღვრა ის საჭიროებები, რომელიც ცენტრს უნდა ქონოდა. „ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელმაც გაამართლა. ამ ადამიანებს არ ქონდათ ტელევიზორი, ელექტროენერგიის გადასახადის შესაძლებლობა. ჩვენ გვყავს ექიმი, რომელიც ბენეფიციართა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ასევე, თითოეულ მათგანს აქვს პოლისები. ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ კომუნალური გადასახადით გვეხმარება. ძირითადად, შემოწირულობებზე ვართ",- ამბობს ნინო ავალიანი.
წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეები წლის მანძილზე არაერთ საქველმოქმედო აქციას მართავენ, შემოსული თანხები კი მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარს ხმარდება.
მარტოხელა სოციალური ცენტრის ბენეფიციართა უმრავლესობას ოჯახები ჰყავს, თუმცა ისინი ცენტრში მაინც დადიან. როგორც ცენტრის მენეჯერი ლამარა გოგსაძე ამბობს, მოხუცები ერთად ყოფნით პატარა სოციუმს ქმნიან და რეალიზების საშუალება ეძლევათ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის იმერეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ 2006 წლიდან, ხანდაზმულთა საკითხის მიდგომასთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალა. „მიუხედავად პრობლემებისა, დღეს საზოგადოებამ იცის, რომ მოხუცთა ინტეგრაცია მნიშვნელოვანია. თავად ხანდაზმულებიც საუბრობენ მათ უფლებებზე, სახელმწიფოც მეტად აქ
ავტორი: თეო ხარაბაძე