|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა თევდორაძე – სად უნდა წავიდე? გამარკვიეთ სად მიდიან პოლიტიკოსები

newpress.ge-სათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის პარტიის თავმჯდომარეობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.  არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს თევდორაძე პარტიას და პოლიტიკას ტოვებს და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, თევდორაძემ "ქართულ ოცნებას" სატელეფონო საუბრისას შეატყობინა.

გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში არ ადასტურებენ. შტაბის ხელმძღვანელის, მანანა მიქაძის განმარტებით, მათთან თევდორაძის მხრიდან ზარი არ განხორციელებულა. 
აღნიშნულს თავად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეც უარყოფს.
"არც კი ვიცი "ოცნების" შტაბი და არც მათი ტელეფონი. სად უნდა წავიდე? პოლიტიკოსები გამარკვიეთ სად მიდიან? თუ უკეთესი ადგილი იცით, მითხარით და წამოვალ," – განმარტა გოჩა თევდორაძემ newpress.ge-სთან სატელეფონო საუბარში. მისივე თქმით, მისი პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა "პატრიოტების" ქუთაისის ოფისის დაკეტვის გამო გავრცელდა.
თევდორაძე ამბობს, რომ პარტიის ოფისისათვის ნიუპორტის ქუჩაზე ნაქირავები შენობა, სახლის მეპატრონეს ოჯახური მდგომარეობის გამო, დროებით დაუთმეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა