|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასტუმრო, სადაც ერთი ღამის ფასი 10 000 ევროდან იწყება

"შვიდვარსკვლავიანი გალერეა" „მილანი ვარსკვლავების ქვეშ,“ „შეზღუდვებს მიღმა,“ „ათას ერთი სურვილი,“ ასე უწოდებენ მილანში ერთ–ერთ უძვირეს სასტუმროს, სადაც როგორც მილანელები ამბობენ, სიწმინდე, ისტორია და ფუფუნება ერთმანეთს ერწყმის.

სასტუმრო-გალერეაში, სადაც ფრესკები, ისტორია და მოდერნული სტილი ერთმანეთს ავსებს, ერთი ღამის გათევის საფასური 10 000 ევროდან იწყება.

შენობა, რომელიც ერთდროულად გალერეაცაა და სასტუმროც, საფუძველი 1865 წელს, მეფე ვიქტორ ემანუელ II - მ ჩაუყარა.

სასტუმრომ ფუნქციონირება 2007 წელს დაიწყო. ის პირველი შვიდვარსკვლავიანი სასტუმროა მთელს ევროპაში.

იხილეთ ფოტოგალერეა  

ავტორი: ანა ჯანაშია