|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესლანის, "კურსკის" და სტალინის რეჟიმის ფაქტები რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოში არ შეიტანეს

რუსეთის ისტორიის ახალი წიგნი უფროსკლასელებისთვის კრიტიკის ობიექტი გახდა, წერს The Times. კრიტიკის მიზეზად ისტორიული ფაქტების დამახინჯება სახელდება, რომელსაც პუტინის რეჟიმის ცენზურას უკავშირებენ. კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს ქვეყნის საბჭოთა წარსულის რეაბილიტირების კიდევ  ერთი მცდელობაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სახელმძღვანელოეს  ახალი ვერსია მოიწონა „რუსეთის ისტორიულმა საზოგადოებამ“ ორი კვირის წინ და ახლა ელოდებიან კრემლის დასტურს.

გამომცემლობა იუწყება, რომ სახელმძღვანელოში ვლადიმერ პუტინის მმართველობა დადებითაა შეფასებული. ხაზგასმულია ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოახერხა იმ ქაოსის სტაბილიზება, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლების რუსეთში ქონდა ადგილი და გააძლიერა ძალაუფლების ევრტიკალი. თუმცა, ისტორიის სახელმძღვანელოს ახალ ვერსიაში მოხსენიებული არაა ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლებიც 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას უკავშირდებოდა, არც - ბესლანის ტერაქტი, არც ეროვნული ტრაგედია - წყალქვეშა ნავ "კურსკის" ჩაძირვა 2000 წელს. მოხსენიებული არაა არც პაქტის შესახებ, რომელიც სტალინსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დაიდო მეორე მსოფლო ომის დროს.

რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოში გამოტოვებულია ინფორმაცია სტალინის რეჟიმზე, არ  მოიხსენიებენ მილიონობით ადამიანის შიმშილითა და რეპრესიების შედეგად დაღუპვას. ხოლო ივანე მრისხანეს სასტიკი მმარველობა კვალიფიცირებულია, როგორც რეფორმების პერიოდი.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინის კურთხევის აუცილებლობა ნებისმიერ პროექტზე, რომლებიც უფროსკლასელებს ეხება, ძველ საბჭოთა იმპერიულ პრაქტიკას აღადგენს.

რაც შეეხება კრემლს,  პუტინის პრეს-მდივანმა უარყო ვერსია იმის შესახებ, რომ სახელმძღვანელო პუტინის რეპუტაციის ასამაღლებლად და მისი ავტორიტარული მიდგომების გასამართლებლად გახლდათ დამუშავებული.

სტატია მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა