|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უძველესმა ეგვიპტურმა ქანდაკებამ ტრიალი დაიწყო

მანჩესტერის ისტორიულ მუზეუმში უცნაური ფაქტი დააფიქსირეს. ოთხი უძველესი ეგვიპტური ქანდაკებიდან ერთ–ერთმა ტრიალი დაიწყო.  აღნიშნულის შესახებ  Le Figaro იუწყება. თუმცა ქანდაკებას უცნაურად მოძრაობა დიდხანს არ დასცალდა, მისი გადაადგილების საიდუმლო ამ დღეებში გაარკვიეს. 

თუმცა მრავალთათვის გამაოგნებელი ფაქტები მანამდე ექვსი თვის მანძილზე გრძელდენოდა. თანაც  ქანდაკების ტრიალის ფაქტს აფიქსირებდა ვიდეო. რაც იმ დასკვნისკენ უბიძგებდა მომსწრეთ, რომ საქმე სულების ჩარევასთან ჰქონდათ. მაგრამ მალე ბრიტანელმა მეცნიერებმა საკრალურს მაინც მიწიერი განმარტება არჩიეს და საიდუმლოს ახსნა მოუძებნეს.

"ერთხელ შევამჩნიე, რომ ქანდაკება შემობრუნდა. მე დავაბრუნე იგი თავის ადგილას, მაგრამ მეორე დღეს ის ისევ შემობრუნდა. შემდეგ დააყენეს კამერა და როდესაც გადაღებულ მასალაში კადრი ააჩქარეს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქანდაკება ტრიალებდა", –  განაცხადა მანჩესტერის მუზეუმის მცველმა კემპბელ პრაისმა.

აღნიშნული ფაქტის გარშემო ათასი აზრი გამოითქვა ღვთიური ჩარევიდან დაწყებული ტურისტების მისაზიდი მითის გამოგონებით დასრულებული, მაგრამ საიდუმლო საიდუმლოდ რჩებოდა, წერს Le Figaro.

ღვთაება ნებ სენუს სული ჩასახლდა ქანდაკებაში, რომელიც 4 ათასი წლის წინ შეიქმნა. ვიდეოზე გარკვევით ჩანს, რომ 25 სანტიმეტრიანი ქანდაკება 180 გრადუსით ტრიალდება, არადა იგი სქელი ვიტრინის ქვეშ იმყოფება. ამასთან სამი ზუსტად ასეთი ქანდაკება არანაირ ტრიალს არ აკეთებდა, აღნიშნავს Le Figaro

მუზეუმის თანამშრომლებმა კინაღამ შამანებს მიმართეს ქანდაკებიდან წყევლის მოსახესნელად, მაგრამ მუზეუმს ინჟინერი  სტივ გოსლინი მოევლინა და სულების განდევნის რიტუალის აუცილებლობა გააქრო. 

ინჟინერმა ფიგურის ტრიალის სცენა ვიდეოზე ჩაწერა და მისი სრული ანალიზის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქანდაკებამ ტრიალი დაიწყო დილის 7 საათიდან და დაასრულა ტრიალი მას შემდეგ, რაც მუზეუმის კარი დაიკეტა. ინჟინერმა გაარკვია, რომ ფიგურის ტრიალი დღის განმავლობაში ქუჩაში მანქანების მოძრაობისა და დამთვალიერებლების გადაადგილებით გამოწვეული ვიბრაციების შედეგად ხდებოდა და არა ზეძალების ჩარევით.  საიდუმლოს პასუხი მარტივი აღმოჩნდა, ქანდაკების ძირი ამობურცული იყო, მაშინ როცა დანარჩენი სამი ქანდაკების ძირი ბრტყელი გახლდათ და სრწორედ ეს იწვევდა ფიგურის ტრიალს.

სტატია მომზადებულია Le Figaro–ს მიხედვით

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა