მაიკლ ჯექსონმა თავი შემთხვევით მოიკლა - მიურეის სკანდალური განცხადებები
60 წლის ექიმი, კონრად მიურეი, რომელიც 2011 წელს ლეგენდარული მომღერლის,
მაიკლ ჯექსონის არაგანზრახ მკვლელობისთვის დააპატიმრეს, კალიფორნიის ციხიდან ახლახან
გაათავისუფლეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა მიურეიმ ბრიტანულ გამოცემა The Mail On Sunday-თან პოპის მეფეზე სკანდალური განცხადებები გააკეთა.
"მაიკლ ჯექსონი ნარკომანი იყო და მან თავი
შემთხვევით მოიკლა. დარწმუნებული ვარ, რომ 2009 წლის 25 ივნისს მან
გაიღვიძა, შეძვრა თავის პირად კარადაში, გამოიღო პროპოფილის დოზა და
გაიკეთა. მაიკლი სახსრების ტკივილით იტანჯებოდა, მედიკამენტი კი
ტკივილგამაყუჩებელი და საძილე საშუალება იყო. მან წამალი ძალიან სწრაფად
შეიყვანა კუნთში,
ამიტომაც მაიკლს გულის შეტევა დაემართა, რამაც საბოლოოდ სიკვდილი
გამოიწვია. სამწუხაროდ, მე და ჩემმა თანაშემწეებმა ძალიან გვიან
აღმოვაჩინეთ ის ამ მდგომარეობაში. თუმცა მაიკლ ჯექსონის სიკვდილში არანაირი
ბრალი არ მიმიძღვის,"- ამბობს მიურეი.
მიურეიმ The Mail On Sunday-თან საუბარში მაიკლ
ჯექსონის ჰომოსექსუალიზმზეც მიანიშნა და თქვა, რომ ის ხვდებოდა მაიკლის
არატრადიციულ ორიენტაციას, თუმცა თავად მომღერალს პირდაპირ არასოდეს
უთქვამს ამის შესახებ.
მიურეის განზრახული აქვს, რომ გაასაჩივროს
მისი ნასამართლეობა და თავი სრულიად გაამართლებინოს, რათა ექიმის ლიცენზია
დაიბრუნოს და ექიმის საქმიანობა განაგრძოს.
შეგახსენებთ,
რომ 2009 წლის 25 ივნისს 50 წლის მომღერალი გულის შეტევით ნარკოტიკ პროპოფოლის
გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. დაიწყო გამოძიება,
რომლის შედეგადაც, ერთი წლის შემდეგ ექიმი მიურეი პოპ-მუსიკის მეფის
სიკვდილში ამხილეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
თუმცა
ექიმი დროზე ადრე, კალიფორნიის ციხეში პატიმართა სიჭარბის გამო
გაათავისუფლეს.
წყარო: marao.ge
ავტორი: ნიუპრესი