|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კავშირი „წახალისების“ ფუნქციით

ქალაქის ცენტრში მშენებარე შადრევნისთვის განკუთვნილი 31 ქანდაკების მზადება ბოლო სტადიაში შევიდა. 11 კაციანმა მოქანდაკეთა ჯგუფმა (მოქანდაკე გიორგი კიკვაძის ხელმძღვანელობით) ძირითადი სამუშაოები უკვე დაასრულა. ქუთაისელ საზოგადოებას ქანდაკებების ხილვა 2 მაისს შეეძლება. Qშეეძლება იმის განსაზღვრაც ქალაქის იერსახეში მხატვრებმა თუ როგორი სეგმენტი შეიტანეს.

`მხატვრები ქალაქის იერსახეს ქმნიან~აღნიშნავენ საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციაში.

თუმცა ამ ფრიად მნიშვნელოვანი საქმის წარმოება ათწლეულების განმავლობაში ნაკლებად შეეძლოთ ქუთაისელ ავტორებს. `იშვიათად რომ ქუთაისელს დაედგა ქანდაკება. მართალია ვალიკო მიზანდარის რამოდენიმე ქანდაკება არის, მაგრამ წესით გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. ყოველთვის პრობლემა იყო მოქანდაკეებისთვის თავის ქალაქში ძეგლის დადგმა. Aამ ქალაქში ცხოვრობდა ვალიკო მიზანდარი და გასაქანი არ ქონდა~, - ამბობს საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე.

სხვა მხრივ ქართველი მხატვრები ერთ-ერთ პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირში და მოთხოვნად  პროფესიას ფლობდნენ.  `საბჭოთა კავშირის  მასშტაბით იყო სულ სამი სამხატვრო აკადემია და ამათგან ერთ-ერთი იყო თბილისში. რადგან Pპროცენტულად ძალიან ბევრი შემოქმედი გახლდათ საქართველოში. უამრავი სერიოზული სპეციალისტი მოღვაწეობდა ქანდაკების, ფერწერის, გრაფიკის დარგში. მხატვართა კავშირის გარდა იყო `სამხატვრო ფონდი, რომელზეც მოდიოდა შეკვეთები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან და კეთდებოდა მაშინდელი იდეოლოგიის შესაბამისი ქანდაკებები~, - ამბობს გიორგი კიკვაძე.

ფონდი მუდმივად აძლევდა სამუშაოს მხატვართა კავშირის ყველა წევრს. შეკვეთების საშუალებით მხატვრები არ საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ დაფინანსებას, ფონდი გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას უქმნიდა. სამაგიეროდ აკისრებდა იდეოლოგიურ `ბაჟს~. `ლენინის და სხვა ბელადების დიდი ქანდაკებების დამზადება  თითქმის იმდენივე შემოსავალს აძლევდა მოქანდაკეს, რამდენსაც კოსმოსურ დარგში მომუშავე

ავტორი: ეკა კუხალაშვილი