როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ
ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე
ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან.
თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად
დაბრუნდება, თუმცა ამისთვის საჭირო დროს ელოდებიან.
იტალიაში ემიგრაციაში წასული ქართველებიდან, ყველაზე მეტი ემიგრანტი ქალაქ რეჯო–ემილიაში ცხოვრობს. მეტიც, მათი უმრავლესობა ქუთაისელია და ქალაქის წყობაც ქუთაისის მსგავსი. თუმცა როგორც ემიგრანტები ამბობენ, მათი უცხო ქვეყანაში ყოფნა მძიმეა.
„ზოგჯერ შიმშილიც გვიწევს, მაგრამ ვცდილობთ ყველაფერს გავუძლოთ, რადგან საქართველოში მშიერი შვილები გველოდებიან,“ – ამბობენ ქართველი ემიგრანტები
ავტორი: ანა ჯანაშია