|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასჯელი" რეზერვში

„მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და  ჩე­მი ნებით მივ­დი­ვარ  რა  რე­ზერ­ვში, ვემ­სახურები სა­ქარ­თვე­ლოს";  „რე­ზერ­ვი ჯარის­თვის, ერ­თად ხალხის­თვის,"   - ასე­თია იმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მების სლო­გა­ნები, რო­მელ­თაც სამხედ­რო რე­ზერ­ვის პრო­პა­გან­დის და­ნიშ­ნუ­ლება გა­აჩ­ნი­ათ. თუმ­ცა პი­არ-აქ­ციების მიუხედა­ვად,  მა­ინც ამოუხსნე­ლი რჩება, რა მი­ზანს ემ­სახურება ნებაყოფ­ლობითი რე­ზერ­ვი?

გა­სულ კვი­რას, პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კახეთის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან დათხოვ­ნი­ლი სამხედ­რო პი­რების მობილი­ზა­ცი­ის შე­სახებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა. პარ­ტი­ის განცხადების მიხედ­ვით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ის სამხედრო პი­რები დაიბარეს, რომ­ლებმაც კონ­ტრაქ­ტი და­არ­ღვი­ეს და სახელ­მწი­ფოს მი­მართ  გარ­კვე­­ლი ფუ­ლა­დი ოდე­ნობის და­ვა­ლი­­ნება და­უგ­როვ­დათ. პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა განცხადებით, სამხედ­რო ჩი­ნო­სან­თა მობილი­ზა­ცი­­ში ის სამხედ­როებიც მოხვდნენ, რომ­ლებმაც,  მათ მი­მართ სისხლის სა­მარ­თლის წარ­მოების დაწყების გა­მო, სამ­სახური და­კარ­გეს.

„თუ სა­მი­ნის­ტრო­ში დაბარე-ბული პი­რები ახალ ხელ­შეკ­რუ­ლებას გა­­ფორ­მებენ, მათ მოეხსნებათ რო­გორც პი­რობითი მსჯავ­რი, ისე სახელ­მწი­ფოს მი­მართ და­ვა­ლი­­ნება," - ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის მი­ერ გარ­ცე­ლებულ განცხადებაში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" არ არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც ქვეყანა­ში სამხედ­რო მობილი­ზა­ცი­­ზე ამახვი­ლებს ყურად­ღებას. სა­მეგ­რე­ლო­ში შე­­­რა­ღებული ფორ­მი­რებების ჩა­მოყალიბებაზე საუბრობდა  რე­გი­ონ­ში  გა­და­სახლებული „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტების" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც. ალა­სა­ნი­ას ვა­რა­­დით, ნებაყოფ­ლობითი რე­ზერ­ვი შე­საძ­ლო­ა, ხელი­სუფ­ლებამ სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნების­თვის გა­მოიყენოს. 

ის პი­რები, რომ­ლებმაც ნებაყოფ­ლობითი რე­ზერ­ვი უკ­ვე გა­­­რეს,  რე­ზერ­ვის­ტთა რი­გებში მოხვედ­რის პრო­ცე­დუ­რის სი­მარ­ტი­ვე­ზე საუბრობენ.  ამის­თვის პი­როვ­ნებას მხოლოდ ასა­კობრი­ვი ცენ­ზი (18 წლი­დან) უნ­და უწყობდეს ხელს. სხვა მოთხოვ­ნები სახელ­მწი­ფოს რე­ზერ­ვის­ტების მი­მართ არ აქვს. ადა­მი­ან­თა გარ­კვე­­ლი ოდე­ნობის  შეგ­რო­ვების შემ­დეგ,  რე­ზერ­ვის­ტები სამხედ­რო ბაზა­ზე გა­დაჰყავთ, სა­დაც ისი­ნი 6-დღი­ან მომ­ზა­დებას გა­დი­ან.

„ა­სა­კის შე­უზ­ღუ­და­ვად ნების­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წას­ვლა. მა­გა­ლი­თად ჩვენ­თან 83 წლის კა­ცი იყო, რო­მე­ლიც უხუცე­სობის­თვის დააჯილ­დო­ვეს კი­დეც. მომ­ზა­დების პე­რი­­დად 7 დღე  გვე­წე­რება, მაგ­რამ იქ 6 დღეს გა­ჩე­რებენ.  6 დღის გან­მავ­ლობაში  თე­­რი­ას, ია­რა­ღის დაშ­ლა-აწყობას ვსწავ­ლობთ და ვვარჯიშობთ. ცხადი­ა, ეს დრო სრულყოფი­ლი მომ­ზა­დების­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, მაგ­რამ მომ­ზა­დების კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ,  ელე­მენ­ტა­რუ­ლი ია­რა­ღის გა­მოყენება და სრო­ლა შე­გიძ­ლი­ა. ქვეყანა­ში სა­­მა­რი მდგო­მა­რეობა რომ და­იწყოს, გა­მოხვალ  და ჩა­ერ­თვები," - ამბობს „ახალ გა­ზეთ­თან" საუბარ­ში ერთ-ერთ რე­ზერ­ვის­ტი.

რე­ზერ­ვის­ტების განცხადებით, ნებაყოფ­ლობითი რე­ზერ­ვის პრო­პა­გან­დას სოფ­ლებსა, თუ ქა­ლა­ქებში სამხედ­რო პი­რები ეწე­ვი­ან. ისი­ნი მო­სახლეობას რე­ზერ­ვში ჩა­წე­რის­კენ მო­­წო­დებენ. რო­გორც რე­ზერ­ვის­ტები  გან­მარ­ტა­ვენ, არის ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ა, რომ­ლებიც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მი­დი­ან რე­ზერ­ვში, რად­გან სამხედ­რო საქ­მე აინ­ტე­რე­სებთ.

„ჯარი­დან მო­სუ­ლი კა­ცები სო­ფელ­ში თუ ქა­ლა­ქებში ლი­დერს ნიშ­ნა­ვენ, რო­მელ­მაც უნ­და შეკ­რიბოს ახალ­გაზ­რდები. თუ დი­დი სო­ფე­ლი­ა, 60 კა­ცამ­დე უნ­და შე­იკ­რიბოს. გარ­კვე­­ლი ოდე­ნობა რომ შეგ­როვ­დება, მო­დი­ან თა­ვის მან­ქა­ნებით და ხალხი ბაზა­ზე გა­დაჰყავთ, სა­დაც მომ­ზა­დების ეტა­პი იწყება," - ამბობს რე­ზერ­ვის­ტი.

რე­ზერ­ვის­ტების თქმით, ნებაყოფ­ლობით სამხედ­რო მომ­ზა­დების გავ­ლის სურ­ვილს უფ­რო ის პი­რები გა­მოთ­ქვა­მენ,  რომ­ლებსაც პი­რობითი მსჯავ­რი აქვთ მისჯილი, ან კი­დევ ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი ჯარი­მა აკის­რი­ათ.

„ჩვენს ჯგუფ­ში ბევ­რი  იყო ისე­თი ადა­მი­­ნი, რომ­ლებსაც პი­რობითი მსჯავ­რი აქვთ მისჯილი და აღ­რიცხვა­ზე იმყოფებიან.  მათ იცი­ან, რომ თუ ნებაყოფ­ლობით რე­ზერ­ვში ჩა­ეწ­რებიან, მსჯავ­რი მოეხსნებათ.  იგი­ვეს ამბობდნენ იქ  ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი  ჯარი­მების მქო­ნე პი­რებზეც. მათ და­ვა­ლი­­ნების შემ­ცი­რებას, ან კი­დევ სა­ერ­თოდ ჩა­მო­წე­რას ჰპირ­დებიან,"-  ამბობს რე­ზერ­ვის­ტი.

რე­ზერ­ვის­ტები ნებაყოფ­ლობითი სამხედ­რო რე­ზერ­ვის და­დებით მხარეს პრო­ფე­სი­­ნა­ლი სერჟანტ-ინ­სტრუქ­ტო­რების მი­ერ წა­კითხულ ლექ­ციებსა და კვების რა­ცი­ონ­ში ხედა­ვენ.  მა­თი  თქმით,  6- დღი­­ნი მომ­ზა­დების დას­რუ­ლების შემ­დეგ, სა­ჩუქ­რად აძ­ლე­ვენ სამხედ­რო

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა