სტვენა-სტვენით ფინალში - ქუთაისელი "ზურიუსი" ხალხის გაოცებას აპირებს
მეტსახელად "ზურიუსი", იგივე ზურაბ ბალანჩივაძე, მთელი ცხოვრების მანძილზე სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს და სათქმელსა, თუ ემოციებს სცენაზეც განსხვავებული ფორმით გამოხატავს. დადის უზარმაზარი ცილინდრით, პალტოთი და კლასიკური ტანსაცმლით, მღერის საოპერო არიებს და სტვენს, რამაც როგორც თავად ამბობს "უფულობა იცის". თუმცა ნიჭი, რომლითაც ის პუბლიკამ ჯერ გაიცნო, შემდეგ კი შეიყვარა, სწორედ სტვენა აღმოჩნა. "სვენა-სტვენით" ზურაბ ბალანჩივაძე უკვე, "რუსთავი – 2" –ის სატელევიზიო შოუ "ნიჭიერის" ფინალურ ტურშია და მას გამარჯვების იმედიც აქვს.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ სტვენით შეგესრულებინათ საოპერო არიები?
- სტვენით არიების შესრულება თავდაპირველად განზრახული არ მქონდა. უბრალოდ,
ოპერის მოსმენა გარდატეხის ასაკში დავიწყე, როცა სასიმღერო ხმა ფაქტობრივად
აღარ გამაჩნდა. იმდენად დიდი სურვილი მქონდა, როგორმე საოპერო მუსიკა
შემესრულებინა, რომ საბოლოოდ სტვენა გამოვიდა.
- ემოციების გამოხატვაში მუსიკალურად სტვენასთან ერთად არტისტული ნიჭიც აჩვენეთ, ამ კუთხით ვინმე დაგეხმარათ წინასწარ მოგემზადებინათ გამოსვლა?
- ამ ნომრის მომზადებაში, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“ დამეხმარა. ვგულისხმობ ოპერის თეატრიდან გამოტანილ კოსტიუმს, რომელშიც კანიოს თვით ბატონი თეიმურაზ გუგუშვილი მღეროდა. ასევე, მადლობა ორკესტრს, რომელიც დამეხმარა, რომ სანახაობა მაქსიმალურად დამსგავსეობოდა ოპერის მოქმედებას. რაც შეეხება არტისტიზმს, წლების წინ თსუ-ს თეატრალურ დას „სხვენში“ ვთამაშობდი. თვითონ ამ ნომერში კი ამ კუთხით არავინ დამხმარებია. ყველა ჟესტს მე მოვუძებნე დრო და ადგილი.
- ეს იყო მცდელობა ნოვატორობის საოპერო ხელოვნებაში, თუ ამ ფორმით იპოვეთ გზა, რომლითაც საუკეთესოდ შეძელით გამოგეხატათ ემოციები?
- მე ვეცადე, ამ ფორმით მეპოვა ჩემთვის იოლი გზა რაღაცეების შესასრულებლად და თუ ეს ნოვაცია გახდება საოპერო სამყაროში, წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ, მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემში ზის.
- იყო თუ არა ერთგვარი რისკი ქართველი მსმენელის წინაშე საოპერო არიები შეგესრულებიათ სტვენით და რას პროგნოზირებდით მაყურებლის რეაქციაზე?
- სწორედ რისკი იყო ის ფაქტორი, რაც მაშინებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. სამჯერ მინდოდა გასვლა „ნიჭიერში“ და ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. ხალხის იმედი ნაკლებად მქონდა, მქონდა ჩემი თავისა და ჟიურის იმედი. საერთოდ, შესარჩევზე ბევრი რამ არის ჟიურიზე დამოკიდებული. ჟიურის წევრების ვინაობა როცა გავიგე, ეს უკვე სტიმული გახდა, გამერისკა და სცენაზე გავსულიყავი.
- საბოლოო ჯამში, ეს იყო შოუ, სადაც სტვენით შესრულებულმა არიებმა „გაამართლა“, როგორ ფიქრობთ, საოპერო ხელოვნებაში რამდენად არის შესაძლებელი ამ ფორმით შეასრულო კლასიკოსების მიერ შექმნილი ნაწარმოებები?
- დიახ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გაამართლა. ვერ გეტყვით, რომ ამას არ მოველოდი. თუ ადამიანს ცოტაოდენი გემოვნება და შინაგანი კულტურა აქვს, არამგონია, ეს არ მოსწონებოდა. შეიძლება, კონკრეტულად ჩემს შესრულებასთან ჰქონდეს პრეტენზიები, რაც ასევე ბუნებრივია, მაგრამ სათქმელის ეს ფორმა, ვფიქრობ, მისაღები და საინტერესო იყო. სამომავლოდაც მაქვს ამ კუთხით ჯერ იდეები, რომელთაც, იმედია, მალე გეგმებად ვაქცევ.
- ვინ არის თქვენი კუმირი საოპერო ხელოვნებაში და რატრომ?
- ეს რომ 7 წლის წინ გეკითხათ, გეტყოდით, რომ მარია კალასი. ახლა კუმირთა რიცხვი მკვეთრად გაზრდილია. თუმცა, დიახ, მარია კალასით დაიწყო ჩემი საოპერო გატაცება. მისი სოპრანო რომ არა, შეიძლება, არც არასდროს მეფიქრა არიების სტვენით შესრულებაზე. სტვენის რეგისტრი ხომ ქალის სასიმღერო ხმის რეგისტრში ჟღერს. კალასი, დიდ მომღერალთან ერთად, დიდი მსახიობი იყო და მისი ოპერების შემდეგ მაყურებელი შოკიდან ვერ გამოდიოდა. ყოველთვის ვცდილობ, მის ტექნიკას მივბაძო, რომ სტვენით და ჟესტებით სათქმელი სწორად გადმოვცე. სხვათა შორის, ჩემი ნახევარფინალში გასვლის დღეს მარია კალასის 90-ე იუბილე გახლდათ.
- „ნიჭიერი“ ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ტელეშოუა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, სადაც „ნიჭიერის ბულბულის“ სტატუსით სარგებლობთ. ხომ არ შეგვიყვანთ კულისებს მიღმა და გვეტყვით რა ხდება იქ, ვიდრე სცენაზე გამოხვალთ?
- ბევრის თქმა, სამწუხაროდ, არ შემიძლია, რადგან მონაწილეები ყოველ კვირაში იცვლებიან და დიდ დროს ვერ ვატარებთ ერთად. თუმცა ის დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა ერთმანეთთან ძალიან მაგრად ვართ, ვამხნევებთ და ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს.
- როგორ ემზადებით ფინალისთვის, უმზადებთ თუ არა სიურპრიზს მაყურებელს და რამდენად შეძლებთ პუბლიკის ისევ გაოცებას?
- ფინალისთვის მზადება ჯერჯერობით ჩემს სახლში მიმდინარეობს. ვოკალურ სავარჯიშოებს ვასრულებ. მერე გადავინაცვლებ „რუსთავი 2“-ის დარბაზში, რომ მთლიან ნომერზე ვიმუშავო, მერე კი ფილარმონიის სცენაზე. რაც შეეხება მაყურებლის გაოცებას, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ფეიერვერკების სროლას და კასკადებს ჩემთან, სავარაუდოდ, ვერ ნახავენ. მე რისი ნიჭიც მაქვს, იმ სფეროში, რა თქმა უნდა, შემიძლია, ხალხის გაოცება და ეს ასეც იქნება. უბრალოდ, წინასწარი ილუზიები არავინ უნდა შეიქმნას. მე ვარ მსტვენელი არტისტი და არა შოუმენი, ამიტომ, ვიხელმძღვანელებ, უპირველესყოვლისა, იქიდან გამომდინარე, თუ რას ვაკეთებ.
- რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ და ფიქრობთ, თუ არა, რომ თქვენ გახდებით 2013 წლის „ნიჭიერის“ გამარჯვებული ?
- კონკურენტები მართლაც ძლიერი მყავს და მიხარია, რომ ფინალი იქნება ხარისხიანი შემსრულებლებით დაკომპლექტებული. ჩემთვის მთავარი ხარისხია, რომელსაც არ გადავუხვევ. რაც შეეხება, გამარჯვებას, ამის იმედი ნამდვილად მაქვს. მეზიზღება თავის ქება, ამიტომ ასე ვიტყვი: მე შევეცადე, მაყურებელთან 100 პროცენტით გულწრფელი ვყოფილიყავი იმაში რასაც ვაკეთებ, შევეცადე, რომ ჩემი ყოველი გამოსვლა ყოფილიყო ხარისხიანი და გემოვნებიანი. ისეთი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით და განცდით ნახავ და მოისმენ. ამასთან ერთდ ის, რასაც მე ვაკეთებ, ქართულ სცენაზე აქამდე არ ყოფილა. არც უცხოურში მინახავს მსგავსი რამ. აქედან გამომდინარე, თუ ქართველი მაყურებლისთვის ყველაფერი ეს საკმარისი აღმოჩნდება, დაე გავიმარჯვო.
- რამდენადაც ვიცი, თქვენ ასევე ხატავთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ, თუ არა ამ სფეროშიც იგივე წარმატებას მიაღწიოთ, როგორც სამუსიკო ხელოვნებაში?
- ხატვაშიც, ისევე როგორც მუსიკაში, თვითნასწავლი გახლავართ. უკვე მქონდა პერსონალური გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ხატვა სტვენაზე გაცილებით ადრე დავიწყე, 3 წლისამ. ეს მეორე სფეროა, რომელშიც ასევე დარწმუნებული ვარ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. გამოფენის გახსნა-დახურვაზე საოპერო არიებიც შევასრულე სტვენით. მომავალში მსგავს პერფორმანსებს კიდევ ვგეგმავ და აუცილებლად ვეცდები, ხატვა და მუსიკა ერთმანეთს კიდევ უფრო დავუკავშირო.
- და ბოლოს გახასიათებენ, როგორც განსხვავებულს, მეტიც, „უცნაური“ სტილის მქონე ადამიანს, მეტსახელად „ზურიუსს,“ მუსიკის მიღმა, ხომ არ ცდილობთ ყოველდღიურობაში გარკვეული სტერეოტიპების დამსხვრევას?
- ფაქტობრივად, მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება სტერეოტიპების გარკვეული ნაწილის დამსხვრევას ემსახურება. დავდივარ უზარმაზარი ცილინდრით, პალტოთი და კლასიკური ტანსაცმლით, ვუსმენ და ვმღერი საოპერო არიებს, არ ვეწევი და არ ვსვამ (ესეც სტერეოტიპია, რომ მხატვარი სულ „გრადუსში“უნდა იყოს) და ვსტვენ, რამაც „უფულობა იცის“. დანარჩენი სტერეოტიპები სხვებმა დაანგრიონ, მე ესენიც მეყოფა.

ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა