|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელტონ ჯონი LGBT-ზე - ჩვენც ადამიანები ვართ

 უნდა ჩასულიყო თუ არა  ელტონ ჯონი რუსეთში გასტროლზე? ერთნი თვლიან, რომ რუსეთს ბოიკოტი უნდა გამოუცხადო.მისი ჰომოფობიური კანონის გამო, სხვებს მიაჩნიათ, რომ უნდა ჩავიდნენ რუსეთში და ამით გამოწვევა გაუკეთონ რუსულ ხელისუფლებას. ასე მიაჩნია თავად მომღერალსაც, წერს  The Guardian.

„გადავწყვიტე იმ მოტივით მესარგებლა, რასაც ჩემგან რუსი ადამიანები ითხოვდნენ. იქამდე ყველაზე მარგინალიზებული რუსული ორგანიზაციები „ ანტი შიდსი“ და ლგბტ აქტივისტები,   რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ Elton John AIDS Foundation,ფარგლებში. მათ მთხოვეს რომ ჩამოვსულიყავი, "თუკი თქვენ არ ჩამოხვალთ თავს იზოლირებულად ვიგრძნობთ. ჩვენ დაგვაკლდება თქვენი ხმა ჩვენს დებატებში და  თქვენი ჩამოუსვლელობა შეიძლება გაგებულ იქნას როგორც გულრილობა თქვენის მხრიდან", მწერდნენ ისინი“, - ამბობს მუსიკოსი.

რუსეთში გამართული კონცერტის დროს ელტონ ჯონმა მსმენელებს მიმართა, რომ რუსეთში ლგბტ-ს წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონი მას ეჩვენება სამწუხარო და ადამიანების იზოლაციაში მომქცევად. „გოგონა ფერადი დროშით ტაშს მიკრავდა, მასთან ერთად ათასობით რუსი მსმენმელი, ანუ სწორედ ის ადამიანები რომელთაც იცოდნენ ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი გდაწყვეტილება სწორი იყო. ეს ადამიანები წესიერი ხალხია და შეიძლება მათი გადარწმუნება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მათ გვიყურონ და გვისმინონ და გააცნობიერონ, რომ  ჩვენც ადამინები ვართ“, - მიაჩნია ელტონ ჯონს, წერსThe Guardian.
სტატია მომზადებულია The Guardian.-ის მიხედვით. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა