|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხეოფსის პირამიდა ეგვიპტურ ცივილიზაციაზე ძველია?!

ორმა გერმანელმა სტუდენტმა თითქოსდა სამეცნიერო მიზნით, უკანონო გზით მოიტაცა ეგვიპტური პირამიდიდან არტეფაქტები,  წერს გაზეტი  Le Figaro.

ორმა გერმანელმა არქეოლოგმა შეგნებულად მიაყენა ზიანი ფარაონების აკლდამას. მათ მიზანს წარმოადგენდა იმის დაემტკიცება, რომ ხეოფსის პირამიდა გაცილებით ადრე იყო აგებული, ვიდრე ყველა ფიქრობს. ეს ინიციატივა გახდა ეგვიპტის ხელისუფალთა მრისხანების მიზეზი, აღნიშნავს  Le Figaro.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად ხეოფსის პირამიდა, ეგვიპტურ ცივილიზაციაზე უფრო ძველი, მაგრამ გაქრობის პირას მდგომი, ცივილიზაციის დროს აიგო. ამ სამეცნიერო თეორიის მომხრე აღმოჩნდა ორი „ინდიანა ჯონსი“ - დრეზდენის უნივერსიტეტის სტუდენტები.  ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პირამიდა იმაზე ძველია, ვიდრე მისი თანამოძმე პირამიდები და მიმართეს „სამეცნიერო" ექსპედიციას, იმის დასამტკიცებლად, რომ პირამიდა არა 4500 წლის, არამედ 20 ათასი წლისაა.

საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად მათ ფარაონის აკლდამაში წითელი ფერის კარტუში (იეროგლიფური სიმბოლო) მოაძვრეს, რათა მისგან სინჯები აეღოთ. აღნიშნული სინჯები მათ გერმანიაში შეისწავლეს. ექსპერტიზის შემდეგ ახალგაზრდა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ ხელში არსებული სინჯი ამტკიცებს თეორიას  ხეოფსის პირამიდის გაცილებით დიდ ასაკთან დაკავშირებით. ხეოფსის პირამიდა გაცილებით ძველია და იგი მხოლოდდამხოლოდ „განახლდა“ ეგვიპტელი ფარაონების მმართველობის ხანაში.

 მაგრამ სტუდენტების ინიციატივა არავის მოეწონა. ეგვიპტური სიძველეების მინისტრმა სანქცია დაადო „არქეოლოგებს " და განაცხადა რომ მათ ზიანი მიყენეს ეგვიპტის უძველეს მემკვიდრეობას. სტუდენტების დასკვნები უგულებელყვეს, რადგან „ეს იყო მოყვარულთა მიერ გაკეთებული და არა გამოცდილი არქეოლოგების მიერ“, განაცხადა ეგვიპტის სამინისტროს წარმომადგენელმა. სტუდენტები „შავ სიაში“ შეიყვანეს და მათ მაშინვე დააპატიმრებენ, თუკი ფარაონების აკვანში დაბრუნდებიან. 

სტატია მომზადებულია Le Figaro-ს მიხედვით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა