ბოლო ასი წლის მანძილზე ეგვიპტეში პირველად მოთოვა
კაიროში სინოპტიკოსებმა ბოლო 122 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა დააფიქსირეს. დედაქალაქში მოთოვა კიდეც. ჰაერის ტემპერატურამ დილით +3 შეადგინა, ხოლო დღისით +7 გრადუსს მიაღწია.
უამინდობა ქვეყანას თავს დამტყდარმა შტორმმა გამოიწვია. სიტუაციას ძლიერი ქარიც ართულებს, რომლის სიჩარემ 30 მეტრი წამში შეადგინა. ბოლო ინფორმაციით, კარიოში ჰიპოთერმიით უკვე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი წვიმის გამო გზებზე საცობები შეიქმნა, გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.
ეგვიპტისთვის, სადაც მთელი წელი თბილა, ეს სტიქიურ უბედურებას უთანაბრდება. მეტეოროლოგები ქვეყნის მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ.
მთავრობამ საზღვაო პორტი დახურა, შარმ-ელ-შეიხის ავტოტრასა გადაკეტა, ხოლო ალექსანდრიაში უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მომზადებულია LA Times-ის მიზედვით
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა