სტუმრების სიმრავლის გამო, სამეფო ოჯახის წევრებს მოსამსახურეების ოთახში სძინავთ
ინგლისში, სანდრინჰემში მდებარე დედოფლის მამულში მიწვეული სტუმრებისთვის ადგილები აღარ დარჩა, ამიტომ სამეფო ოჯახის წევრები და ნათესავები მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაბინავდებიან.
დედოფალმა, პრინც ჯორჯის პატივსაცემად, რომელიც შობას პირველად ხვდება, გრანდიოზული წვეულების გამართვა გადაწყვიტა, რომელზეც სამეფო ოჯახის 30-ზე მეტი ნათესავია მიწვეული.
"სანდრინჰემში მდებარე სასახლე დიდია, მაგრამ ბევრი მათგანი შვილებთან ერთად მიდის და იქ ოთახების დეფიციტია. დედოფალს ნამდვილ ღამის კოშმარად ექცა იმაზე დარდი, თუ რომელ ოთახებში დააბინავოს სტუმრები", - ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა