სვიტერი, რომლის საყელოს ფერიც თქვენი განწყობის შესაბამისად იცვლება
დიზაინერებმა მაღალტექნოლოგიური სვიტერი შექმნეს, რომლის საყელოც თქვენი განწყობის შესაბამისად, ფერს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის.
სვიტერი სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია Sensoree-ში შეიქმნა. საყელოს ფერი მაშინ იცვლება, როდესაც სპეციალური სენსორები აფიქსირებენ, რომ მომხმარებლის გუნება-განწყობილება შეიცვალა. მაგალითად, მწვანე ფერი მიუთითებს, რომ მშვიდად ხართ, იისფერი - აღელდით, წითელი აჩვენებს, რომ ნერვიულობთ, ან ის ადამიანი დაინახეთ, რომელიც გიყვართ, ყვითელი - აღტაცებული ხართ.
სვიტერის შეძენის უამრავი მსურველი გამოჩნდა, თუმცა ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, უცნობია მისი ღირებულებაც.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:49
11:13
14:57
10:59
















