მიშელ და ბარაკ ობამები შორდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ოჯახი ინგრევა - ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მიშელმა უკვე ყველა დოკუმენტი მოამზადა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ განქორწინების პროცესს წამოიწყებს. უფრო მეტიც, ახალ წელს მეუღლეები ცალ-ცალკე შეხვდებიან: მიშელი ქალიშვილებთან ერთად ჩიკაგოში, ხოლო პრეზიდენტი თეთრ სახლში.
ოჯახის დანგრევის მიზეზი მეუღლის საქციელია. მიშელს საზოგადოებაში ბარაკის გამოხტომების ატანა აღარ შეუძლია, მაგრამ ბოლო წვეთი სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას დასაფლავებაზე, დანიის პრემიერ მინისტრთან ობამას მოურიდებელი ფლირტი იყო. შეუფერებელი გარემოს მიუხედავად, ობამა მეუღლის თანდასწრებით ჰელე ტორნინგ-შმიდტთან მხიარულებდა.
სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ პრეზიდენტის მეუღლისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაზე.
ინფორმატორმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, გამოცემა The National Enquirer-ს მოუყვა, რომ მიშელის თანდასწრებით ეს ბარაკ ობამას პირველი უხერხული საქციელი არ არის. მაგრამ მისთვის ბევრად უფრო დამამცირებელი, დაკრძალვაზე გარშემომყოფთა თანაგრძნობის გამომხატველი მზერა იყო.
მეუღლის გარდა, პრეზიდენტის გამომწვევი საქციელი ამერიკელებმაც გააკრიტიკეს. თეთრ სახლში დღემდე განაწყენებული ადამიანების წერილები მიდის, სადაც პრეზიდენტს მოუწოდებენ, მეუღლე მთელი მსოფლიოს თვალწინ არ დაამციროს.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი