თავის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს
ახალი პრეპარატი ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ფორმას - მულტიფორმულ გლიობლასტომას ებრძვის.
2007-2011 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვაქცინის წყალობით, 160 პროცენტით მეტი პაციენტი გადარჩა, ვიდრე მკურნალობის არსებული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში.
თავის ტვინის კიბოს შემთხვევების 15 პროცენტი მულტიფორმულ გლიობლასტომაზე მოდის. სტატისტიკის თანახმად, უფრო ხშირად, ის 45-70 წლის მამაკაცებს ემართება. დაავადება სწრაფად ვითარდება და სიმპტომების გამოვლენამდე, სიმსივნის ზომა საკმაოდ იმატებს. მოგვიანებით, ვლინდება თავის ტკივილი და გულისრევა. ამ სიმსივნის მკურნალობა საკმაოდ რთულია, რადგან მისი ბოლომდე მოცილება შეუძლებელია. ოპერაციის შემდეგ, დარჩენილი ავთვისებიანი უჯრედები რეციდივის მიზეზი ხდება. ოპერაციის შემდგომ, პაციენტი დაახლოებით 9 თვე ცოცხლობს. ვაქცინის წყალობით კი, პაციენტების გადარჩენის შანსი იმატებს.
მომზადებულია GlobalScience.ru-ს მიხედვით
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი