რუსეთის სასულიერო სემინარიაში "სოდომისტების ბუდე" აღმოაჩინეს
ყაზანის სასულიერო
სემინარიაში არაგეგმიურმა შემოწმებამ, რუსეთის
მართლმადიდებლური ეკლესიის სასწავლო კომიტეტის მხრიდან სასწავლო დაწესებულებაში
"სოდომისტების ბუდე" აღმოაჩინა. ამის
შესახებ იუწყება Портал-Кредо.
ორმა სემინარიელმა განაცხადა, რომ სექსუალურ ნიადაგზე
დევნას და შევიწროებას განიცდიდნენ ერთ-ერთი სასულიერო პირის მხრიდან, რომელიც სემინარიის ხელმძღვანელ თანამდებობას
იკავებდა. იგივე დაამოწმეს სემინარიის
აღსაზრდელთა 4/5- მა. მათ სექსუალური ნიშნით შევიწროვებასა და დევნაში დაადანაშაულეს
იღუმენი კირილ ილიუხინი. სემინარიელთა თქმით არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში ასევე
შეინიშნებიან სემინარიის სხვა ხელმძღვანელებიც.
იღუმენი კირილი თანამდებობიდან მოხსნეს.
მაგრამ როგორც დიაკონმა ანდრეი კურაევმა თქვა, გათავისუფლებული იღუმენი წარუმატებლად
ცდილობდა ტვერის ეპარქიაში მოწყობას. თუმცა დიაკონის განმარტებით იღუმენმა შესაძლებელია მაინც მოახერხოს
აღდგენა რომელიმე თეოლოგიის კათედრაზე.
წყარო: kasparov.ru
ავტორი: ნიუპრესი