|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარსზე საცხოვრებლად 1058 ადამიანს აგზავნიან

კომპანია Mars One-ს, რომლის მიზანია მარსზე მოსახლეობის გადასახლება, უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

რამდენიმე თვის წინ კომპანიამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აპლიკაცია განათავსა, სადაც ნებისმიერ მსურველს გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ დარეგისტრირება შეეძლო. როგორც ჩანს, დედამიწაზე ცხოვრება 200 000-ზე მეტ ადამიანს მობეზრდა და მზად არიან, მარსი დაიპყრონ. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ 200 000 კანდიდატიდან მხოლოდ 1058-მა ადამიანმა დააკმაყოფილა მონაცემები და მეორე ტურში გადავიდა.

მეორე ტურში კანდიდატები მსოფლიოს 107 ქვეყნიდან გავიდნენ. მათი უმრავლესობა ამერიკელია - აპლიკანტების 43 პროცენტი ამერიკის კონტინენტიდანაა, თითქმის თანაბრად ნაწილდებიან კანდიდატები ევროპიდან და აზიიდან. მარსზე გამგზავრების მსურველებს შორის 5 პროცენტი აფრიკელია. რაც შეეხება ასაკს, უმრავლესობა 26-55 წლამდეა, აპლიკანტების 34 პროცენტი 25 წელზე ახალგაზრდაა, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც.

პროექტი ითვალისწინებს ადამიანების დასახლების შექმნას მარსზე. 2018 წლიდან წითელ პლანეტაზე რობოტებს გაგზავნიან, რომლებიც დასახლების მშენებლობას დაიწყებენ და საცხოვრებელ პირობებს მოუმზადებენ პლანეტის მომავალ ბინადრებს. 2024 წლიდან კი, ყოველ 2 წელიწადში, შერჩეული კანდიდატებიდან 4-4 კაციანი ჯგუფი გაიგზავნება მარსზე სამუდამოდ საცხოვრებლად.


წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა