|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთს აფხაზების "დანახვა არ უნდა"

აფხაზეთში ბევრია ნაწყენი იმის გამო, რომ რუსეთმა დაუკეტა აფხაზებს  სოჭის ოლიმპიადაზე წვდომა, ირწმუნება Newsweek –ის ჟუნალისტი ანა ნემცოვა. "როცა დანარჩენი მსოფლიო მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაში აფხაზებს მხოლოდ შორიდან ყურება მოუწევთ  – ისინი არ მიიწვიეს, ისინი არ ჩართეს, მათი დანახვა არ უნდათ," -აღნიშნულია სტატიაში.

 ავტორის თქმითვე, რუსეთმა ასევე არ მისცა აფხაზებს უფლება ემუშავათ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ მომგებიან პროექტებზე. ოლიმპიურმა სტრუქტურებმა დაუშალეს აფხაზებს ოლიმპიადაში საკუთარი დროშით მონაწილეობა, რუსეთმა საერთოდ საზღვარი ჩაკეტა, ასე რომ აფხაზებს ოლიმპიადის ტრიბუნებიდან ყურების უფლებაც არ მისცეს. 

სტატიის ავტორს მოყავს აფხაზი ჩინოსნების და მწვრთნელების მოსაზრებები. ძიუდოს ნაკრების უფროსი მწვრთნელის ანდრეი პოღოსოვის განცხადებით, მის გუნდს არ მისცეს უფლება აფხაზეთის სახელით გამოსულიყო  საერთაშორისო შეხვედრაზე კრასნოდარის მხარეში. აფხაზ სპორტსმენებს მონაწილეობა მოუწიათ როსტოვის გუნდის შემადგენლობაში.

თუმცა აფხაზებს პრობლემები მარტო რუსეთთან არ ექმნებათ. აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა შაზინა ავიძბამ დაიჩივლა, რომ პოლონეთმა მათ სპორტული ცეკვების გუნდს უარი უთხრა ვიზების მიცემაზე. აფხაზ სპორტსმენებს არ აძლევენ შენგენის ვიზებს. „მაგრამ ყველაზე მეტად მტკივნეული არის ის, რომ ჩვენს დროშას რუსულ რეგიონებში უგულებელყოფენ“, – აცხადებს მინისტრი.

ნემცოვა აცხადებს, რომ აფხაზებს საერთოდ კარგი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, კრემლმა 100 მილიონზე მეტი დოლარი შემოწირა აფხაზეთს. მაგრამ ოლიმპიადის მოახლოებამ რუსეთის ურთიერთობები გააცივა აფხაზეთის  მიმართ. გაცივების მიზეზი შესაძლებელია აფხაზეთში რუსი დიპლომარტისა და  მისი ცოლის მკვლელობაა. თუმცა რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი აცხადებს რომ ეს გაციება მხოლოდ ოლიმპიადას უკავშირდება, ამიტომ დროებითია და ოლიმპიადის მერე ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.

მიუხედავად აფხაზების სრული უგულებელყოფისა ოლიმპიადასთან მიმართებაში. თავად აფხაზები აცხადებენ, რომ რუსებთან სიფრთხილე მართებთ. როგორც ერთი აფხაზი ამბობს,  "თუ მათ თითს პირში ატაკებ, ისინი მთელ ხელს მოგაჭამენ," – აღნიშნულია სტატიაში.

მომზადებულია Newsweek–ის მიხედვით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა