იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი: საბიუჯეტო "ტორპედო" დროებითი პერსპექტივაა
ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი ქუთაისსა და იმერეთში, რევაზ რობაქიძე
"ვისოლის" მხრიდან ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დატოვებას
ეხმაურება. რობაქიძის განცხადებით, ინვესტორის
მიერ გუნდის დატოვება ძალიან ცუდი სიგნალია, როგორც კლუბის, ასევე მთელი ქალაქისა და
საერთოდ ყველა მომავალი ინვესტორისთვის.
"ორი ათეული წელია საქართველოში თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტი საფეხბურთო კლუბების
შენახვას ვერ უძლებს. ამის მაგალითია ფოთის, გორის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ბათუმისა
და ორი - სამი საფეხბურთო კლუბის გარდა, ყველა სხვა კლუბები. სამწუხაროდ, ქუთაისის ,,ტორპედოს“ ინვესტორი, თანაც ისეთი ინვესტორი,
როგორიც „ვისოლია“, რომელმაც უზრუნველყო უეფას მოთხოვნების შესაბამისად თანამედროვე
სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა და გუნდს ტოვებს, ეს ძალიან ცუდი სიგნალია არა
მარტო ქუთაისის „ტორპედო“-სათვის, არამედ მთელი
ქალაქისთვის და საერთოდ ყველა მომავალი ინვესტორისათვის.
„ვისოლი“ ყოველწლიურად (კომუნალური ხარჯებისა და საშემოსავლო
გადასახადის გარდა) გუნდის შენახვაზე საშუალოდ 1 - 1.2 მლნ ლარს ხარჯავდა, რომლის
60 – 70% მოხმარების სახით ისევ ქალაქში რჩებოდა, ამას ემატებოდა ის მზარდი ინფრასტრუქტურული
პროექტები, რომლებიც 2014-2015 წლებზე იყო გაწერილი მსოფლიო ბრენდად აღიარებული
WENDY’S-სწრაფი კვების რესტორნების ქსელისა და SMARTIS შემოყვანით, რაც დაახლოებით ქუთაისის ყველაზე მთავარი პრობლემის
150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად იყო გათვალისწინებული, ალბათ, ყველაფერი
„ვოსოლის“ მხრიდან გაჩერდება, შესაბამისად აღარ იქნება ახალი სამუშაო ადგილების მოლოდინი. ინვესტორი იმდენად
ფაქიზი და მგრძნობიარე სუბიექტია, რომ მას პირიქით, ხელი უნდა შეუწყო და ქალაქისათვის
ორმხრივად სასარგებლო პირობები უნდა შეუქმნა.
სამწუხაროა, რომ ქუთაისელთა უმრავლესობამ არაობიექტური
და დაუმსახურებელი შეფასებები გააკეთა „ვისოლის“ მისამართით, ეს ფაქტი ახალი ინვესტორის
გამოჩენას შეაფერხებს და მისი მოძიება დროში გაიწელება. ყოველივე ეს „ტორპედოს“ შედეგებზე
კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. გასაკვირია იმ გულშემატკივართა მოთხოვნა, რომლებიც
გუნდის ქალაქის ბიუჯეტზე აყვანას ითხოვს და „ვისოლის“ გაწეულ მუშაობას მადლიერების
ნაცვლად, მისი მხრიდან ახალი პროექტების განხორციელებას დაწუნებით მოიხსენიებენ. როგორც ინტერნეტ საიტებზე გავრცელებული კომენტარებიდან
ჩანს, უმეტესობა მოხარულია „ვისოლის“ წასვლითა
და ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გუნდის შენახვის ახალ ფილოსოფიას, გუნდის ახალი პირამიდის აშენებას გვთავაზობს. ფინანსური
პირამიდის მსხვერპლი „ტორპედო“ მე-20 საუკუნის მიწურულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში
ორჯერ გახდა. გუნდის ახალი პირამიდის აშენებას ისეთი ფინანსური რესურსი სჭირდება, რომელიც
დაფუძნებლი იქნება პირველ რიგში მხოლოდ ახალი ინვესტორის მოძიებაზე, ხოლო ქუთაისის
ისედაც დაბალშემოსავლიანი და მწირი ბიუჯეტი ვერ შეძლებს კიდევ დამატებით ხარჯების ვალდებულების
დაკისრებას, შესაძლებელია როგორც სხვა საბიუჯეტო
კლუბებს დაემართა ფინანსური უკმარისობის გამო ერთ დღეს ისიც საპნის ბუშტივით გასკდეს
და ფინანსური პრობლემების გარდა ქალაქი საბოლოო შედეგს საფეხბურთო გუნდიდან მაინც ვერ
მიიღებს. ისმის კითხვა, რა ვქნათ?
- პირველ რიგში უმადურობა გვერდზე გადავდოთ და მადლობა
გადაუხადოთ „ვისოლს“ საკუთარი მოგების ხარჯზე რაც მან გააკეთა 4 წლის მანძლზე არა მარტო ,,ტორპედოს“-თვის,
მთლიანად ქალაქისთვის. ამით ქუთაისი მადლიერებას მადლიერებით უპასუხებს.
- დასაჩქარებელია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება გუნდის
ახალი ინვესტორის შემოსაყვანად.
- ახალი ინვესტორის დაინტერესების მიზნით, ქალაქის თვითმმართველობის
მხრიდან საჭიროა გადაიდგას ადგილობრივი მოსაკრებლების
ხარჯზე შეღავათების დაწესება, რომელიც ბიუჯეტისთვის იმდენად დიდი არა არის
- და გუნდის ფეხზე
დადგომას ხელს შეუწყობს, ეს ნაბიჯი ამავდროულად
იქნება ქალაქის მხრიდან თანამონაწილეობა ახალი
გუნდის ჩამოყალიბებისათვის," - აცხადებს რევაზ რობაქიძე.
ავტორი: ნიუპრესი