|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანდრო ბარნოვი – თუ დღეს არ ავმოქმედდით, ხვალ გაფუჭებულ საქმეზე მოგვიწევს მუშტების ქნევა

„ჩვენი მოძრაობა „დამოუკიდებობისა და ევროინტეგრაციისთვის“ იქნება არა ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ, არამედ რაღაცეებისთვის. ეს იქნება იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს სოლიდარული, შეკრული და შეთანხმებული იმ ფუნდამენტური ღირებულების გარშემო, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვია“, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ანდრო ბარნოვმა.

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია  „დამოუკიდებობისა და ევროინტეგრაიისთვის“ დაფუძნდა, რომელმაც ამავე მიზნისთვის (დამოუკიდებობისა და ევროინტეგრაიისთვის) მოძრაობა უნდა წამოიწყოს.

აღნიშნული ორგანიზაცია პირველად გორში დაფუძნდა და თანმიმდევრობით  მას საქართველოს ყველა ქალაქი შეუერთდება.

ბარნოვის თქმით მოძრაობის დაფუძნების აუცილებლობა განაპირობა  იმ მერყევმა დამოკიდებულებამ, რომელსაც სადღეისოდ ქართული სახელმწიფო იჩენს რუსეთის მიმართ. ამასთან ერთად „ჩვენ ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ რუსეთიდან მართული ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებას ნიჰილისტური გრძობები გაუჩინონ ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ. რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

ბარნოვი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც მისი თქმით უნდა იქცეს მაგალითად ქართული საზოგაოებისთვის. მანამდე მივიღოთ პრევენციული ზომები რომ არ აღმოვჩნდეთ უკრაინის დღეში, სადაც ერთ  თვეზე მეტია მილიონიანი აქციები მიმდინარეობს და  შედეგი მაინც არ ჩანს. „თუ დღეს არ ავმოქმედდით. ხვალ უკვე გაფუჭებულ საქმეზე მოგვიწევს მუშტების ქნევა და გვიანი იქნება“, – განაცხადა ბარნოვმა.

საზოგადოების სოლიდარობა და ერთიანობა ევროპული ღირებილებების გარშემო, სწორედ ამას უნდა შეუწყოს ხელი აღნიშნულმა მოძრაობამ, განაცხადა ბარნოვმა. „გვინდა დავანახოთ, რომ თუ ხელისუფლება გამოიჩენს უპრინციპობას და მერყევ დამოკიდებულებას ჩვენი ევროპული არჩევანის მიმართ, საზოგადოების რეაქცია იქნება ძალიან მწვავე. ამასთან ევროპის ნაწილი ვერ გახდება მარტო სახელმწიფო ბიუროკრატია, ევროპის ნაწილი უნდა გახდეს საზოგადოება“, – აღნიშნა ბარნოვმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა