ძაღლი პარალიზებულ კატას პატრონობს
კატას, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, ძაღლი პატრონობს და მასთან მისვლის უფლებას არავის აძლევს.
ცხოველები სრულიად შემთხვევით ერთმა მგზავრმა აშშ-ის შტატ ფლორიდაში სახლში მიმავალ გზაზე ნახა და ფოტოები გადაუღო. მართალია კატას გადაადგილება უჭირს, მაგრამ მშვიდად არის, რადგანაც კბილებამდე შეიარაღებული ძაღლი იცავს -
მოგვიანებით ცხოველები ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს. თანამშრომლებმა მიტოვებულ მეგობრებს სახელებიც შეურჩიეს და ძაღლი - იჯი და კატა - რუთი დღეს მზრუნველი პატრონების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
"ჩვენ ხშირად გვინახავს, როგორ მეგობრობენ კატები და ძაღლები, მაგრამ ასეთი ერთგულება ადამიანსაც კი შეშურდება", - ამბობენ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები.
წყარო:ambebi.ge
წყარო:ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



17:22
16:31
14:20
12:16
15:13
















