|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირიან გამრეკელაშვილი - ბერი გაბრიელის საფლავი იქცა რაღაც საშუალოდ - სანტაკლაუსსა და მაგიას შორის

 

რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ სხვადასხვა წმინდანებად აღიარებული მამების საფლავების გახსნა დააანონსა. ბეთანიაში ორი წმინდანის საფლავი უკვე გაიხსნა.

22

 

თებერვალს

 

იგივე
 რიტუალი ჩაუტარდება სალოსი ბერი გაბრიელის საფლავსაც.  რა რიტუალს წარმოადგენს საფლავების გახსნა? რა არის ეს ტრადიცია თუ ნეკროფილია? რას ამბობს, ან საერთოდ თუ ამბობს რაიმეს საფლავების გახსნაზე ძველი და ახალი აღთქმა? სადღეისოდ რატომ აქცენტირებენ ამდენს სიკვდილზე სასულიერო პირები მაშინ როცა ქრისტიანობა სიცოცხლის რელიგიაა?

აღნიშნულ საკითხებზე განმარტებებით newpress.ge- ს სტუმარია თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

 -ქართველი მორწმუნე საზოგადოების დიდი ნაწილი 22 თებერვალს ბერი გაბრიელის საფლავის გახსნას ელოდება...

-ძნელად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლოა საპატრიარქოს ამ ნაბიჯით, საფლავის (არავითარ შემთხვევაში თავად მამა გაბრიელის კულტის) რაღაც დოზით დესაკრალიზება სურს. რაც ამ ადგილას ხდება უკვე აშკარა კერპთაყვანისმცელობაა და მრევლის ნაწილშიც კი უკმაყოფილებას და კრიტიკულ დამოკიდებულებას იწვევს. საფლავზე ბავშვების კოტრიალი, საფულეების, ტაქსის ნიშნის თუ სხვა უცნაური ნივთების დადება ამ ადგილს არც მანამდე აკლდა, მაგრამ დედა პარასკევას, სავარაუდოდ თვითნებურმა საშობაო აქციამ, ეს ყველაფერი კომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. საფლავი იქცა რაღაც საშუალოდ, სანტაკლაუსსა და მაგიას შორის, რომელმაც სრულიად დამოუკიდებელი გაქანება მიიღო. საპატრიარქოს კი სურს, ეს ფენომენი მისი უშუალო კონტროლის ქვეშ დარჩეს. ასევე სავარაუდოა, რომ პატრიარქი მიდის ვაბანკზე, ანუ რისკავს ყველაფერს, ხსნის საფლავს იქ რაიმე ხელმოსაჭიდი სენსაციის პოვნის იმედით. შეიძლება სულაც მისი უხრწნელობა ეიმედება და სწამს. როგორც ვიცი მოხდება ნეშტის სხვადასხვა ტაძარში დასვენება გარკვეული დროით. ეს იქნება თავისებური პილიგრიმობა. ყველა შემთხვევაში ერთი რამ გარანტირებულად მოხდება: ეკლესიის კრიტიკის აქტუალური საკითხი გადაიფარება, მინიმუმ მრევლის ყურადღების გადატანა მოხდება ამ თემიდან

- ძველი და მითუმეტეს ახალი აღთქმის რომელ წიგნშია საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საუბარი, ან თუნდაც მინიშნება?

 -წმინდა წერილიდან უპირველეს ყოვლისა მახსენდება ქრისტეს მოწოდება ახალგაზრდისადმი, რომ მკვდრები მკვდრებს დამარხავენ(მათე 8,22), ლაზარეს აღდგინება, მისი გამოხმობა საფლავიდან და თავად ქრისტეს აღდგომა, გადაგორებული ლოდი, ცარიელი საფლავი - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. საფლავი, როგორც თავისთავადი ღირებულება ან ვინმეს ნეშტის გაკერპება ბიბლიაში არ გვხვდება. პირიქით, ბიბლია გაჟღენთილია სიცოცხლის სულისკვეთებით. მარტო წიგნისქება ქებათას“ - სიცოცხლის ბიბლიური მანიფესტის გახსენება რად ღირს. ებრაელებს საერთოდ რჯულის მიხედვით ეკრძალებოდათ გვამებთან და საფლავებთან შეხება. თუ ეს მათ მაინც მოუწევდათ, მაშინ აუცილებლად უნდა შეესრულებინათ მიქვა - განბანვა, განწმენდის რიტუალი. ასევე რჯული ერიდებოდა ადამიანთა საფლავების გაკერპებას, ამიტომაც ძველი აღთქმის რჯული არ ცნობდა საკრალურ ლოკაციებს. ისევე როგორც პირველი საუკუნეების ქრისტიანებსაც ამგვარი მიმართება გააჩნდათ ამ სფეროსადმი. მთელი რიგი წმინდა ადგილების, მათ შორის ქრისტეს საფლავის ადგილმდებარეობის დადგენაც განხორციელდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ ადგილებში იმპერატორმა კონსტანტინემ და დედამისმა ელენამ იქ იმოგზაურეს.

-თუ ბიბლიურად ამის საფუძველი ნაკლებად არსებობს,საიდან მოდის საფლავის გახსნის ტრადიცია, რამდენად ქრისტიანულია, რას იძლევა იგი?

 -გარდაცვლილთა კულტი, მათ საფლავების მნიშვნელოვნება და თაობათა შორის ერთგვარი მეხსიერებითი კავშირის შექმნისკენ სწრაფვა ადამიანისთვის დამახასიათებელ ანთროპოლოგიურ წინასწარმოცემულობას წარმოადგენს. ამიტომაც მეტნაკლები სახით თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება მსგავსი ფენომენი. კონკრეტულად ამგვარად

ავტორი: ეკა კუხალაშვილი