მამა გაბრიელის საფლავი სავარაუდოდ უკვე გახსნილია
სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავი ამ მომენტისათვის, სავარაუდოდ, გახსნილია. მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური საშვებით ხდება. მონასტერთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს ჯარისკაცები იცავენ. მათ მიერ გაკეთებულია კორდონი მონასტრიდან სვეტიცხოვლის მიმართულებით, შესაბამისად, გადაკეტილია მცხეთის ცენტრი და მონასტერთან ასახვევი.
ჯარისკაცები რკინის ბარიერის გასწვრივ დგანან. ფერიცვალების ტაძრიდან ისმის გალობა. ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე უამრავი მომლოცველი იმყოფება.
მომლოცველთა ნაწილი, ასევე, მონასტერთან ახლოს მდებარე მთაზეც არიან ასული და იქიდან აკვირდებიან სიტუაციას. მცხეთაში შესასვლელი გზები პოლიციის მიერ გადაკეტილია. ისინი მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილებს ატარებენ.
მონასტრის ტერიტორიაზე ამ მომენტამდე შესვლას ვერც მედიის წარმომადგენლები ახერხებენ. ღირსი მამა გაბრიელის საფლავის გახსნის სამუშაოები გუშინ, სავარაუდოდ, 22 საათზე დაიწყო. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მობრძანებას 12:00 საათისათვის ელოდებიან, რომლის დროსაც უწმინდესი პარაკლისს გადაიხდის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.
მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიაში ექვსი წელი სწავლობდა. გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლისამ კარგად იცოდა სახარება. ჯერ პატარა სენაკი, შემდეგ კი ეკლესია საკუთარ ეზოში თავად ააშენა. კომუნისტურ პერიოდში მისი ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე შეეცადნენ.
მამა გაბრიელი დასაწყისში ორი წელი სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1955 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი მცირე სქემაში ბერად აკურთხა და სახელად მისი სურვილით, წმინდა გაბრიელ ათონელის მსგავსად, გაბრიელი ეწოდა.
მამა გაბრიელს გარკვეულ პერიოდში მღვდელმოქმედება შეჩერებული ჰქონდა. მისი რწმენის გამო კომუნისტურ პერიოდში იგი იდევნებოდა და რამდენჯერმე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. 1965 წლის 1-ელ მაისს მინისტრთა საბჭოს შენობაზე ლენინის 12 მეტრიანი სურათის დაწვის გამო კი იგი თბილისის #1 იზოლატორშიც მოხვდა.
ბეთანიელ ღირს მამებს, იოანესა და გიორგის მამა გაბრიელი 50-იან წლებში დაუკავშირდა. მამა გიორგი (იოანე) მხეიძე მისი სულიერი მოძღვარი იყო. ღირსი მამა ბოლო წლები სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი მისი ანდერძისამებრ ჭილობში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავი მორწმუნეებისთვის დიდ სიწმინდეს წარმოადგენს და სასწაულები და კურნებები იქ დღესაც აღესრულება.

წყარო: ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა