ქუთაისისთვის ცათამბჯენის პროექტი შეიქმნა – რას აცხადებს პროექტის ავტორი
საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა შესაძლოა ქუთაისში აშენდეს.
ცათამბჯენი, რომელიც არსებული პროექტის მიხედვით, ქუთაისში უნდა აიგოს, 270 მეტრი სიმაღლის იქნება.
"თამარის კოშკის" პროექტის თანამხად, შენობა-ნაგებობა ხუთ დონიანი უნდა იყოს.
მრაფალფუნქციური შენობა–ნაგებობის პირველ სართულზე მისაღები დარბაზები, საქორწილო სახლები, მეორე დონეზე ორნავიანი სასტუმროები, მესამე დონეზე კოშკის სამართავი ტექნიკური ნაწილი, მეოთხე დონეზე მედიისთვის განკუთვნილი საოფისე ფართები, ხოლო მეხუთე დონეზე, მოძრავი რესტორანი მოეწყობა.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მრავალფუნქციური შენობის მოსაწყობად ნახევარი მილიარდი ლარი იქნება საჭირო.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა