newpress გამოკითხვა: ივანიშვილისა და მარგველაშვილის ურთიერთობა გაყრილი ცოლ–ქმარივითაა
ქუთაისში მცხოვრებლების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილი პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა გაუფუჭდათ.
newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან, 40 თვლის რომ მარგველაშვილმა ვერ გაამართლა ივანიშვლის იმედები. 10 ადამიანი ამბობს, რომ ივანიშვილმა მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი არ უნდა გააკრიტიკოს.
"ოჯახდებიან, მაგრამ მერე გაიყრებიან. იგივეა ივანიშვილსა და მარგველაშვილის ურთიერთობა", – ასეთია ქუთაისელების შეფასებები.
ყოფილმა პრემიერმა და ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 18 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და განმარტა, რომ მას იმედები გაუცრუვდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა