|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: პოლიტიკური გავლენა იგრძნობა – ქუთაისელების შეფასებები ქართულ მედიაზე

21 მარტს  ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით newpress.ge-მ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. ენდობიან თუ არა ქართულ მედიას და რამდენად დაბალანსებულ ინფორმაციებს გადმოსცემენ ისინი  – აღნიშნულის შესახებ, newpress.ge–ის მიერ, ქუთაისში გამოკითხული 70 ადამიანის მოსაზრება  განსხვავეულია. 
გამოკითხულიდან 40 ადამიანი ამბობს, რომ  ენდობა ქართული მედიას, 20 ადამიანი უნდობლობას უცხადებს,  ხოლო 10 თვლის, რომ მედიაოგანიზაციებში პოლიტიკური გავლენა შეინიშნება. თუმცა, მათივე თქმით,  ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ჟურნალისტები უფრო "გახსნილები არიან".
"ძველი მთავრობის სურვილითაც შუქდებოდა და ახლაც ასე არის", – ასეთია ქუთაისელების შეფასება.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა