newpress გამოკითხვა: ქუთაისელთა შეფასებები სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე
newpress.ge–ის მიერ, ქუთაისში გამოკითხული 60 ადამიანიდან, 50 თვლის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს. 7 ადამიანის აზრით სააკაშვილი სხვებთან შედარებით ნორმალურია.
გამოკითხული მოქალაქეებიდან 3 ადამიანი ამბობს, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ უნდა მომხდარიყო.
"დამნაშავეა სააკაშვილი? არ იცით ახლა მაგი თქვენ?" - ამბობს ქუთაისში მცხოვრები.
"დასაბარებელი კი არა, მიასხით ბენზინი და დაწვით",– ასეთია ქუთაისელების შეფასებები სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მიმდინარე წლის 27 მარტს არის დაბარებული. ის მოწმის სახით 10 გახმაურებულ საქმეზე უნდა დაკითხონ. მათ შორისაა ზურაბ ჟვანიასა და სანდრო გირგვლიანის საქმე.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა