„ყაჩაღობა" კანონის სახელით - რას აძალებენ ქუთაისში მოვაჭრეებს
ქუთაისში, მოვაჭრეები საგადასახადო უწყების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. მოვაჭრეების განმარტებით, აღნიშნული უწყება მათ ინდ. მეწარმედ დარეგისტრირებას აძალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 500 ლარიანი ჯარიმებით ემუქრებიან.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მოდიოდნენ საგადასახადოს თანამშრომლები და გვეუბნებოდნენ, ინდ.მეწარმის საბუთი გაგვეკეთებინა", - ამბობს ე.წ. მწვანე ბაზრის მოვაჭრე.
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. მწვანე ბაზარი, შპს „ფარის" დაქვემდებარებაშია. აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, ბაზარში, მაღაზიის ჩათვლით, სულ 661 სავაჭრო ობიექტია. აქედან, დახლებზე 564 მოვაჭრე მუშაობს.
დახლებზე მომუშავე ვაჭრებზე ყოველდღიური გადასახადი 1 ლარიდან 4 ლარამდეა. ტარიფის ღირებულება ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. მაღაზიების ტერიტორია კი იჯარით არის გაცემული.
თუ რამდენს შეადგენს იჯარის ღირებულების მინიმალური და მაქსიმალური ფასი, „ფარის" დირექტორი, ოლეგ არღვნიანი ამბობს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ბაზრის ადმინისტრაციაში ყოველდღიური გეგმის მიხედვით, 931 ლარი უნდა შევიდეს. თუმცა, არღვნიანის განმარტებით, გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 289 ლარით ნაკლები შედის. თუმცა, თუკი ბაზარში, მხოლოდ დახლებზე მომუშავე მოვაჭერეების (564) რაოდენობას მათ მიერ ყოველდღიურ გადასახადის საშუალო მონაცემზე (2 ლარი) გავამრავლებთ, დღეში მათგან მიღებული შემოსავალი 1000 ლარს აჭარბებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოლეგ არღვნიანი განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში ყველა მოვაჭრე ყოველდღიურად არ გამოდის სამუშაოდ. ადმინისტრაციაში იმასაც განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პროდუქტის რეალიზაციამ იკლო.
„2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენს ბაზარში რეალიზაციამ იკლო და გეგმა თითქმის ვერ სრულდება. თუმცა, ჩვენ კეთილსინდისიერად მაინც ვიხდით იმ გადასახადებს, რომლის გადახდა გვევალება", - განმარტავს „ფარის" დირექტორი, ოლეგ არღვნიანი.
ბაზრის ადმინისტრაცია, ქონების, მოგების, საშემოსავლო და კომუნალურ გადასახადებს იხდის. არღვნიანი განმარტავს, რომ ყოველწლიურად, ცენტრალურ ბიუჯეტში საშუალოდ, 35 000 ლარი შეაქვთ.
„ეს ცოტა თანხა ნამდვილად არ არის. მაგრამ თუკი ისე მოხდება რომ ინდ.მეწარმეობის გამო, მოვაჭრეები დატოვებენ ბაზარს, ბუნებრივია, ამდენს ჩვენც ვერ გადავიხდით", - განმარტავენ ბაზრის ადმინისტრაციაში.
შპს „ფარში" არ იწონებენ საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნას, ფიზიკური პირების ინდ.მეწარმედ
დარეგისტრირების თაობაზე.
არღვნიანი ამბობს, რომ შემოსავლების ადგილობრივ სამსახურს, ერთი თვის წინ, ოფიციალური წერილი გაუგზავნა, მიეღო განმარტება, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მოვაჭრეების ინდ.მეწარმედ დარეგისტრირებას.
„პასუხად კი მივიღეთ, რომ ეს იყო მათი მხრიდან კანონშესაბამისი ქმედება", - ამბობს არღვნიანი.
„ფარის" ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა – თუ რატომ მოხდა დაყოფა ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტების?
„ამაზე კი პასუხი დღემდე არ მიგვიღია", - აღნიშნავს „ფარის" დირექტორი.
ბაზრის დირექციაში განმარტავენ, რომ ზოგადად ცუდი არ არის ის, რომ აქტიურად მოვაჭრე ფიზიკური პირი, დარეგისტრირდეს ინდ.მეწარმედ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვაჭრე ორმაგად დაბეგრილი გამოდის.
„ფარის" ადმინისტრაციაში პროგნოზირებენ, რომ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა ბაზარს და საბოლოოდ, ბიუჯეტს დააზარალებს. ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ის მოვაჭრეები, რომლებიც დახლებზე მუშაობენ, იძულებულები გახდებიან გარევაჭრობა დაიწყონ, რადგან არ მოუხდეთ თანხის გადახდა.
„ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოგვარება საკანომდებლო დონეზე უნდა მოხდეს. უკეთესი იქნებოდა, ფიზიკურ პირებს, მანამ არ მოვთხოვოთ ინდ.მეწარმეობა, ვიდრე ქალაქში თუ ქვეყანაში გარევაჭრეობის პრობლემა დღის წესრიგში ისევ დგას", - ამბობს ოლეგ არღვნიანი.
„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები, რომლებიც ეწევიან სამეწერმეო საქმიანობას ვალდებულნი არიან დარეგისტრდნენ ინდ.მეწარმედ.
„ამ დროისთვის ისინი დარეგისტრირების გარეშე ეწევიან სამეწარმეო საქმეობას. ინდმეწარმედ დარეგისტირების ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით არის განსაზღვრული", - ამბობს პაატა კლდიაშვილი. მისივე თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს თანხა.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს მეწარმედ, მიუხედავად იმისა, ახორციელებს იმპორტირებული საქონლის რეალიზაციას თუ საქართველოში წარმოებულის.

ავტორი: თეკლე მორგოშია