ყველაზე "ბედნიერ" პროფესიათა სიაში სასულიერო პირები პირველ ადგილზე არიან
ბრიტანელი და ამერიკელი სოციოლოგების გამოკვლევით, პროფესიული საქმიანობით კმაყოფილება-უკმაყოფილების მაჩვენებელმა, მოულოდნელი შედეგები აჩვენა. აღმოჩნდა, რომ მატერიალური დაინტერესება კვლავაც დიდ როლს თამაშობს, თუმცა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები სულაც არ თვლიან თავს ყველაზე ბედნიერებად და ცხოვრებით კმაყოფილებად. მაშ ასე რომელი პროფესია აბედნიერებს ადამიანებს?
ყველაზე ბედნიერი პროფესიების ტოპ ათეული The Guardian-მა გამოაქვეყნა. იგი დაეყრდნო ორგანიზაცია Legatum Institute-ის კვლევას.
კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილს იკავებენ სასულიერო პირები, რომელთა წლიურ
შემოსავალს დაახლოებით 20,6
ათასი ფუნტი (34,1 ათასი დოლარი) შეადგენს. მათი კამყოფილების დონე
უახლოვდება 8,291 ნიშნულს.
მეორე ადგილზე არიან ტოპ- მენეჯერები და მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკები.
შემდეგ ადგილს იკავენებ მენეჯერები, კორპორატიული მდივნები, სპეციალისტები, რომლებიც ხარისხს მართავენ, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მენეჯერები და ექიმები,
ფერმერები, სასტუმროების მეპატრონენი. პირველ ათეულს ასრულებენ რკინაზე მომუშავე
ოსტატები და ელექტრიკოსები.
საკუთარ პროფესიაში ყველაზე უბედურად თავს პაბებისა და ბარების მეპატრონენი და
თანამშრომელბი გრძნობენ. ანუ ადგილები, სადაც ალკოჰოლი იყიდება ყველაზე ცუდ სამუშაო
ადგილთა სიაში მოხვდა. ამიტომ სწორედ ისინი იკავებენ რეიტინგის ყველაზე ბოლო, დამასრულებელ
ადგილს - 274-ეს.
"მართალია
კავშირი მაღალ ანაზღაურებასა და სამუშაოთი კმაყოფილებას შორის მაინც
არსებობს, მიუხედავად ამისა მაღალანაზღაურებადი პროფესიის რიგი წარმომადგენლები
სულაც არ გრძნობენ თავს ბედნიერად. მაგალითად, ინჟინრები რომელთა წლიური შემოსავალი
39 ათასი ფუნტია (64,7 ათასი დოლარია) 41-ე ადგილს დასჯერდნენ, მაშინ როცა
ფერმერები რომელთა შემოსავალი 24,5 ათას ფუნტს არ აღემატება, კმაყოფილთა შორის მე-8 ადგილს აღმოჩნდნენ, აღნიშნავს BBC.
წყარო:TheGuardian
ავტორი: ნიუპრესი