|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორთქლის აბანო სიცოცხლეს ახანგრძლივებს

იაპონელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორთქლის აბაზანები ძალიან დადებითი გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე, აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიკურ შესაძლებლობებს და ასევე, მოქმედებს ხასიათზე.

ექსპერიმენტის დროს, მეცნიერები აკვირდებოდნენ მოხალისეებს, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ საუნას. აღმოჩნდა, რომ ეს პროცედურა დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე ტვინის იმ უჯრედების გაძლიერების გამო ახდენს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის განწყობასა და ხასიათზე.

"აბანო ახანგრძლივებს სიცოცხლეს", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ტაკაში ოხორიმ.

საუნაში სიმხურვალის გამო სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, ფორები იხსნება და ორგანიზმიდან გამოდის სხვადასხვაგვარი „შლაკები“, მაგალითად, რძემჟავა; ეს კი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდასა თუ ტოქსიკური ნივთიერებებისგან მის გათავისუფლებას.

რჩევები მათთვის, ვინც საუნაში მიდის:

საუნის წინ მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ეცადეთ, საჭმლით არ გადაიტვირთოთ.

საუნაში შესვლის წინ მიიღეთ შხაპი.

დაჯექით პირსახოცზე.

გახსოვდეთ: რაც უფრო დაბალია იარუსი, ტემპერატურაც, შესაბამისად, დაბალია.

ტენიანობა არეგულირეთ გახურებულ ქვებზე მცირეოდენი წყლის მიშხეფებით.

ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ.

მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი