დღეს ქუთაისში მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება
ქუთაისში, 30 მარტს, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება სახელწოდებით „დო-დან დო-მდე". მას მესხიშვილის თეატრი უმასპინძლებს. ზაზა მარჯანიშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები, უჩა მეტრეველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ასევე, ოპერის სიმებიანი კვარტეტი, ვოკალისტ-შემსრულებლები და მსახიობები.
კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი ზაზა მარჯანიშვილი 1986 წლიდან მოღვაწეობს, როგორც პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი. იგი მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში მსოფლიოს მასშტაბით.
ამერიკაში
ზაზა მარჯანიშვილი
მუშაობდა ჰოლივუდში "GOLDMORE PRODUCTIONS"-ში.
მას ეკუთვნის
კინომუსიკა ფილმებისთვის: "SHADOW OF DOUBT", "FALLEN
ANGEL", "TELEPHONE", "SAMUEL" და სხვა.
ზაზა მარჯანიშვილი
არის მუსიკის
ავტორი მრავალი
სატელევიზიო სერიალის,
შემეცნებით-დოკუმენტური
ფილმისა თუ
სარეკლამო რგოლისთვის. ზაზა
მარჯანიშვილს შექმნილი
აქვს 10 ალბომი,
რომელიც შეიცავს
ჯაზის, კინომუსიკის,
ეთნოჯაზის, კლასიკის,
ლათინურ და
აღმოსავლურ ღონისძიების
"დო-დან დო-მდე" კონცერტის ინიციატორი
ქალაქ ქუთაისის
მერიის კულტურის,
განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურია.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი