|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრაქტორები პოდიუმისთვის და სოფელი რეალური დახმარების გარეშე

პრე­ზი­დენ­ტის დახმა­რება და ბელო­რუ­სი­­დან შე­მო­სუ­ლი ტრაქ­ტო­რები ქარ­თველ ფერ­მე­რებს,  რო­გორც სჩანს,  არ გა­მო­ად­გათ, რად­გან სახნავ-სა­თე­სი მი­წების დი­დი ნა­წი­ლი გლეხებს და­­მუ­შა­ვებელი დარ­ჩათ.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­გან­ში, რო­მე­ლიც მა­ღალ­მთი­ან ზო­ნას გა­ნე­კუთ­ვნება, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელ­მა ახალი ტრაქ­ტო­რი აიყვა­ნა. ტექ­ნი­კამ 2 დღის გან­მავ­ლობაში იმუ­შა­ვა. რო­გორც ზე­გან­ში მცხოვ­რებლები ამბობენ, ვინც ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვება მო­ას­წრო, გა­­მარ­თლა. რად­გან ტრაქ­ტო­რი მა­ლე­ვე გა­ფუჭ­და და ისევ  რა­­ონ­ში წაიყვა­ნეს.

„ტრაქ­ტორ­მა ნაკ­ვე­თების მცი­რე ნა­წი­ლი მოხნა. ვინც ვერ მო­ას­წრო, მი­წა და­­მუ­შა­ვებელი დარ­ჩა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის ტრაქ­ტო­რი შემ­დეგ აღარ გვი­ნახავს," - ამბობენ  სო­ფელ ზე­გან­ში მცხოვ­რებლები.

 სო­ფელ საკ­რა­­ლა­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე, მა­ღალ­მთი­­ნი სო­ფე­ლი­ა, სახნავ-სა­თე­სი მი­წები კერ­ძო მე­ქა­ნი­ზა­ტო­რებმა და­­მუ­შა­ვეს. რო­გორც სოფ­ლის გამ­გეობის თა­ნამ­შრო­მე­ლი ნა­ნა თაბუკაშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნება, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელ­მა, და­ვით ტაბეშა­ძემ, სო­ფელს ახალი ტრაქ­ტო­რით სარ­გებლობა შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა თაბუკაშ­ვი­ლის თქმით, რად­გან საკ­რა­­ლა­ში ტრაქ­ტო­რი უკ­ვე არ­სებობს, ამი­ტომ ძვე­ლი ტექ­ნი­კა გა­მოიყენეს. მე­­რე მხრივ, თა­ვად გამ­გებლის თქმით, ისე­თი რე­ლი­­ფის მქო­ნე სოფ­ლებში, რო­გო­რიც ხანი და საკ­რა­­ლა­ა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრაქ­ტო­რის აყვა­ნას აზ­რი არ აქვს, რად­გან იქ ვერ იმუ­შა­ვებს.

„ზე­გან­ში გვყავ­და აყვა­ნი­ლი, მაგ­რამ გა­ფუჭ­და. ეს არ არის მუხლუხა ტრაქ­ტო­რი, რო­მელ­საც დამ­რეც ფერ­დობზე შე­უძ­ლია მუ­შაობა. ამი­ტომ, ასე­თი რე­ლი­­ფის მქო­ნე სოფ­ლებში მის აყვა­ნას აზ­რი არ აქვს. რა­­ონ­ში ტრაქ­ტო­რები შე­მო­სუ­ლია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­ვი­ლევთ ხვნა-თეს­ვას. ამ ეტაპ­ზე ნაკ­ვე­თების დაახლოებით 80% მოხნუ­ლი­ა. ტრაქ­ტორ­მა ზოგ სო­ფელ­ში სა­მუ­შაო მო­­ლია და მომ­დევ­ნო სო­ფელ­ში გად­მო­ვი­და. არც ერთ სო­ფელ­ში წელს დახვნის პრობლე­მა არ ყოფი­ლა. არც ისე­თი ადა­მი­­ნი მე­გუ­ლება, ვი­საც მსგავ­სი პრობლე­მა აქვს. თა­ნაც ამ ტრაქ­ტო­რით სარ­გებლობა ბევ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი­ა, ვიდ­რე კერ­ძო  ტრაქ­ტო­რებით," - ამბობს ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელი და­ვით ტაბეშა­ძე. მი­სი თქმით, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სულ 10 ტრაქ­ტო­რი შეიყვა­ნეს.

სა­მა­გი­­როდ, ახალი ტრაქ­ტო­რები ამ დრომ­დე  არ უნახავთ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. რო­გორც რა­­ონ­ში მაცხოვ­რებლები ამბობენ, ზეს­ტა­ფო­ნის სოფ­ლები ძვე­ლი ტრაქ­ტო­რების „ი­მე­და­და­ა", რო­მელ­თა ნა­წი­ლი წყობიდან არის გა­მო­სუ­ლი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მათ შე­სა­კე­თებლად თანხების გა­მოყოფას ელი­ან. ამი­ტომ, მო­სახლეობა სა­კუ­თა­რი ძა­ლებით ცდი­ლობს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ოების წარ­მოებას. და­პი­რების მიხედ­ვით, კი ზეს­ტა­ფონ­ში  14 ახალი ტრაქ­ტო­რი 14 მა­ისს უნ­და ჩა­სუ­ლიყო, თუმ­ცა რა­­ონ­ში მცხოვ­რებლებს შე­პი­რებული ტექ­ნი­კა არც ტრაქ­ტო­რების პარ­კი­რების ად­გი­ლას და არც და­სა­მუ­შა­ვებელ ნაკ­ვე­თებში შე­უმ­ჩნე­ვი­ათ.

„შე­საძ­ლებელია სო­ფელ­ში სად­მე ან ვინ­მეს­თან ინახებოდეს ეს ტრაქ­ტო­რი. ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით," - ამბობს ზეს­ტა­ფო­ნის მო­სახლეობა.

ზეს­ტა­ფო­ნი­სა­გან განსხვა­ვებით, ბელო­რუ­სი­­დან ჩა­მოყვა­ნი­ლი ტრაქ­ტო­რების გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლა ვა­ნის რა­­­ნი.  აქ ტრაქ­ტო­რები რა­­ონ­თან ახლოს მდებარე სოფ­ლებში გა­ნა­თავ­სეს. მო­სახლეობის თქმით, უმოქ­მე­დო მდგო­მა­რეობაში მყოფ ტექ­ნი­კას­თან ხალხის ნა­კა­დი არ წყდებოდა. მიუხედა­ვად ამი­სა, მი­წები და­­მუ­შა­ვებელი დარ­ჩა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ახალ­მა ტრაქ­ტო­რებმა მიმ­დი­ნა­რე წელს მო­სახლეობის გარ­და, კერ­ძო მე­ქა­ნი­ზა­ტო­რებიც „აზა­რა­ლა". რად­გან  ახალი ტექ­ნი­კის ხათ­რით ისი­ნი ნაკ­ვე­თების და­სა­მუ­შა­ვებლად არ შე­ვიდ­ნენ. ვა­ნის რა­იო­ნის მცხოვ­რებლების თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრაქ­ტო­რით 1 ჰექ­ტა­რი მი­წის და­მუ­შა­ვება 400 ლა­რამ­დე ღირს. კერ­ძო მე­ქა­ნი­ზა­ტო­რების ფა­სის მიხედ­ვით, 1000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვების­თვის 10.00 ლა­რი და 10. 00 ლიტ­რი სა­წა­ვა­ვია სა­ჭი­რო. 

ახალი ტრაქ­ტო­რების სი­კე­თეებზე საუბრობს ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელი ზუ­რაბ გე­გი­ძე. მი­სი თქმით, ტრაქ­ტო­რები მო­სახლეობისათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი­ა, თა­ნაც იმა­ზე დაბალ ფას­ში, ვიდ­რე კერ­ძო მე­ქა­ნი­ზა­ტო­რების ტრაქ­ტო­რები.

„ტრაქ­ტო­რი ყვე­ლა სო­ფელ­ში მი­დის.  ჩვე­ნი მე­ნეჯერი და­დის   სოფ­

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა