|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დღეს კულტურის სამინისტრო არ არსებობს - დისკუსია ქუთაისში

„საქართევლოში დღეს კულტურის სამინისტრო არ არსებობს", - ამ დასკვნამდე მივიდნენ დისკუსიაზე, რომელიც Izone-მა გამართა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში.

დისკუსიის თემას წარმოადგენდა კულტურის პოლიტიკა საქართველოში. მომხესებლებმა ხელოვნებათმცოდნეებმა ნანა ყიფიანმა და ლალი პერტენავამ ისაუბრეს კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე, რომელზეც გარკვეული ჯგუფი მუშაობდა კულტურის სამინისტროში და რომელიც ვერ იქცა კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის საფუძვლად. იმიტომ რომ  ნაკლები იყო (და არის) სახელმწიფოს მხრიდან ამის ნება, აღინიშნა შეხვედრაზე.

დისკუსიის დროს მომხსენებლები შეეხნენ პოლიტიზებული და იდეოლოგიაზე მიბმული ხელოვანის საბჭოთა მოდელს, რომელსაც არსებითი ცვლილება არ განუცდია საბჭოეთის დაშლიდან 20 წლის შემდეგ. ამიტომ საქართველოში კულტურული სივრცე დღემდე იყოფა ოფიციალურად და არაოფიციალურად.

„ისევ საბჭოთა მოდელი მოქმედებს, რომელიც გარკვეულ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ხელოვანთ თავის ქუდქვეშ ამყოფებს, ახალგაზრდა ხელოვანთ კი არ უტოვებს სივრცეს“, - აღნიშნა ნანა ყიფიანმა. 

თუმცა დისკუსიაში მონაწილეები შეეხნენ თავად ხელოვანთა პასიურობის პრობლემასაც და მათ ნაკლებ ბრძოლას იმ სივრცის დასაბრუნებლას რაც მიითვისა ოფიციალურმა კულტურამ, პოლიტიკამ, რელიგიამ და ა.შ

არადა  გასული საუკუნის ათიან წლებში საქართველოში და კერძოდ ქუთაისში იყო ეს სივრცე.  იქამდე ქუთაისი იყო ხელოვანთათვის „თავისუფალი სივრცის დამბადებელი“ და ამიტომ ბევრმა ნოვაციამ  სწორედ ქუთაისში აიდგა ფეხი., აღინშნა შეხვედრაზე.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი