ქუთაისის ოპერის თეატრში “Future Stars 2013”ლაურეატების კონცერტი გაიმართება
8 აპრილს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრიში კონცერტი გაიმართება. თურქეთის საერთაშორისო კონკურსის “Future Stars 2013”-ის ლაურეატები სოფიო ბერიშვილი, ალექსანდრე დეკანოიძე, ლაშა სესიტაშვილი საკონცერტო შესრულებით არიებს წარმოადგენენ ცნობილი ოპერებიდან.
„გვინდა რომ კონკურსის გამოცდილება,
რაც მივიღეთ Future Stars 2013”-ზე მივაწოდოთ მსმენელს კონცერტის სახით“,–
ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი სოფიო ბერიშვილი.
კონცერტზე შესრულებული იქნება ვერდის,
ბელინის, პუჩინის,
მოცარტის, დონიცეტის,
როსინის, ლეონკავალოს,
ჩაიკოვსკის ოპერებიდან არიები და დუეტები.
ალექსანდრე
დეკანოიძე
და ლაშა სესიტაშვილი
ქუთაისის ოპერის სცენაზე პირველად იმღერებენ. ვოკალსიტების თქმით საკონცერტო შესრულებას მომღერლისთვის
დიდი მნიშვნელობა აქვს და თავისი სირთულეები ახლავს. „საოპერო სპექტაკლზე ნაკლები სირთულე
არ ახლავს საკონცერტო შესულებას,
რადგან საკონცერტო შესრულებისას „იშიფრები“,
ტექნიკური მომზადება, მუსიკალური აზროვნება უფრო ნათლად ჩანს. ასე ვთქვათ, უფრო რისკზე
მიდის,მომღერალი. ამიტომ სპექტაკლს თავისი დატვირთვა აქვს, კონცერტს თავისი“,– ამბობს
სოფიო ბერიშვილი.
კონცერტი 8 აპრილს 18 სათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
პროექტი
ხორციელდება ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი