|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ ვირჩევთ ევროპას - ქუთაისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

"მე ვირჩევ ევროპას, ღირებულებით სისტემას, სადაც მნიშვნელოვანი და მთავარი არის ადამიანი, სადა ყველა ქვეყანას შეუძლია საკუთარი პოზიტიური ტრადიციების შენარჩუნება, განსხვავებით იმ კავშირიდან, რომლის სამწუხარო გამოცდილებაც გვაქვს და გვემუქრება, თუ ჩვენი არჩევანი არ იქნება ევროპა",- ამბობს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ვიდეორგოლში, რომელიც კამპანიისთვის "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" მხარდაშჭრას გულისხმობს.

აქცია „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ დღე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე  გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია. რომელიც დაფუძნებულია პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში", ფარგლებში. პროექტს ახორციელებს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

"მე, როგორც ახალგაზრდას მსურს ვიცხოვრო, დამოუკიდებელ, ძლიერ, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელ სახელმწიფოში, სადაც ჩემს სიტყვას პატივს სცემენ, დაცული იქნება ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, გახსნილი იქნება გზები ევროპისკენ. სწორედ ამ მიზეზით მხარს ვუჭერ ევროპულ არჩევნას და ვირჩევ ევროპას", - მიაჩნია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრს კაკი საღინაძეს. 

ქუთაისში,საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია17 საათზე გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა