საარჩევნო კამპანიის ფარული ნიშნები -რაში ედავებიან ქუთაისის მერიას
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია, ქალაქის პირველი პირად დანიშვნიდან 5 თვიანი მოღვაწეობის მანძილზე, მოსახლეობაში აქტიურად ბოლო ერთი თვეა გავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი ოპონენტები, წინასაარჩევნო, არაოფიციალურ კამპანიის დაწყებაზე საუბრობენ. თუმცა, თავად მურღულია ირწმუნება, რომ ის კანონს არ არღვევს.
შოთა მურღულია ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალაქში არსებული მართვის ტერიტორიული 12 ორგანოდან, მოსახლოებას უკვე ოთხ მუნიციპალიტეტში შეხვდა.
ნიკეას, გამარჯვების, ძელქვიანისა და ავტოქარხნის მუნიციპალიტეტები - ეს იმ ტერიტორიული მართვის ორგანოების ჩამონათვლია, სადაც მურღულიამ მოსახლოებასთან შეხვედრები განახორციელა.
გაფრთხილებული მოსახლეობა
მურღულია თითოეულ მუნიციპალიტეტში იმ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც საბიუჯეტო პროგრამა „კორპუსის" ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს. მოსახლოებასთან შეხვედრა კი, ორგანიზებულად, ადგილობრივი მცხოვრებლების წინასწარი გაფრთილებით მოხდა.
„მუნიციპალიტეტიდან გაგვაფრთხილეს რომ მურღულია მოდიოდა ჩვენს ეზოში. თან სადრაბაზოებში განცხადებაც გააკრეს, რომ ყველას გვქონოდა ინფორმაცია", - ამბობს, ზ. გასახურდიას ქუჩაზე №38-ში მცხოვრები, მერაბ ფორჩხიძე.
ტერიტორიული მართვის ორგანოების რწმუნებულები ირწმუნებიან, რომ მოსახლოების გაფრთხილება მურღულიასთან შეხვედრის შესახებ იმის გამო მოხდა, რომ თავად, ადგილობრივებს ეთქვათ ის საჭიროებები, რომლებიც აქვთ.
„მურღულია გამარჯვების მუნიციპალიტეტში მხოლოდ ოთხ ბინაში - ზ. გამსახურდია ქუჩა №38, №42 და ირაკლი აბაშიძის ქუჩა №15-17-ში იყო. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა - ძელქვიანის მუნიციპალიტეტში შემავალ 6 საცხოვრებელ კორპუსში და ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის №6 და №6ა-ში.
დასმული პრობლემები და დაპირებები კამერების თვალწინ
შიდა გზების მოწესრიგება, საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადისა და სახურავის მოწყობა, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების გამართვა, სასმელი წყლის მიწოდების ე.წ. გრაფიკის შეცლა - ადგილობრივები სწორედ ამ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას სთხოვდნენ ადგილზე მისულ ქალაქის პირველ პირს.
„ჩვენი პრობლემა მოისმინა და წავიდა. მართალი გითხრათ, კონკრეტული დაპირებებით და საქმის განხროცილების ვადების პირობა არ მიუცია. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე საოცნებო დაპირებაც დაგვიტოვა", - ამბობს ი. ჭავჭავაძის გამზირზე №9ა-ში მცხოვრები, ლევან ვაშაყმაძე.
ადგილობროვების თქმით, მათ გარდა ინფრასტრუქტურული საკითხებისა, სოციალური პრობლემებიც აწუხებთ. თუმცა, მათივე თქმით, შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.
„ამიტომაც მეც მომერიდა ჩემი გაჭირვების და პრობლემის თქმა", - ამბობს ზ. გამსახურდია ქუჩა №38-ში მცხოვრები.
მართალია, საცხოვრებელ კორპუსებში მისული ქალაქის პირველი პირი მხოლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტებზე საუბრით შემოიფარგლა. თუმცა, არანაკლებ პრობლემურ სოციალურ საკითხზე, მურღულიამ ინფორმაცია მედიას მიაწოდა.
მაგალითად, შოთა მურღულაიამ თავადვე მიაწოდა ინფორმაცია მედიას, წელს ბიუჯეტში ჩადებული პროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების" შესახებ. რომელიც ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სულადობის მიხედვით ელექტრონერგიის დაფინანსებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ის ასევე აქტიურად ჩნდება ქალაქში დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე. ისევე, როგორც, მედიის თანხლებით ათვალიერებს ქალაქში გზების ორმოული შეკეტების სამუშაოებს.
###
ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლის, შოთა მურღულიას ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააქტიურებას ოპონენტები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ.
„თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლის, გოგი წულიას განმარტებით, მურღულია ადმინის
ავტორი: თეკლე მორგოშია