უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია რუსეთს 51 მილიარდი დოლარი დაუჯდა
რა ღირს ვლადიმერ პუტინის უკრაინული ავანტიურა სინამდვილეში? როგორც ჩანს რუსეთს ეს ძალიან ძვირი უჯდება, წერს The Wall Street Journal.
ცენტრობანკის ახალი სტატისტიკის თანახმად თითქმის 51 მილიარდი დოლარი გავიდა ქვეყნიდან 2014 წლის პირველ მეოთხედში. ეს სერიოზული კაპიტალის გადინებაა, რაც რუსეთის ეკონომიკაზეც აისახება - რუსეთში ეკონომიკური ზრდა ერთი პროცენტით დაეცა. რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია იწვევს გაუთვალისწინებელ ხარჯებს. კრემლმა უკვე გამოყო თითქმის 7 მილიარდი დოლარი ნახევარკუნძულის ეკონომიკური დახმარების მიზნით. ეს თანხა დაიხარჯება ყველაფერზე, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული პენსიების გაზრდით დასრულებული, ეს ის ხარჯებია, რისი ფუფუნების უფლება საეჭვოა რუსეთის ეკონომიკას ჰქონდეს, აღნიშნულია სტატიაში.
სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, თუკი დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური
ზეწოლა რომელიც ამჟამად მინიმალურია, გაიზრდება.
რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის პროგნოზი, მოსკოვის მანევრები უკრაინაში გამოიწვევს წლის განმავლობაში 160 მილიარდამდე კაპიტალის გადინებას. შედეგად რუსეთის ეკონომიკა აღმოჩნდება უძრაობის მდგომარეობაში, ასკვნის ყოფილი მინისტრი.
ადრე თუ გვიან კრემლისთვის გახდება გაცილებით რთული იმ რეალური ფასის იგნორირება, რომელიც მის პოლიტიკას უკავშირედება, ეს კი მალე მოხდება, მიაჩნია The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს.
წყარო: The Wall Street Journa
ავტორი: ნიუპრესი