|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაცემა "აქცენტი" - ბურჯანაძის პარტიის საარჩევნო პროგნოზები ქუთაისში - ვის და რატომ არ ენდობიან? (Video)

მიმდინარე წლის 15 ივნისის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ინტერესის საგანი ხდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სამზადისი.

შესარჩევი კანდიდატებისა და სიების დაზუსტება, შტაბების დაკომპლექტება, გასაცემი დაპირებები - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის მუშაობენ და შემდგომში საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.

ქუთაისში ამ დროისვთის სულ 5 პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება ემზადება არჩევნებისვთის. newpress-ის გადაცემა "აქცენტი", დღეიდან  თითოეული მათგანის საარჩევნო სამზადისს დაუთმობს თანაბარ დროს.

რა ხდება შტაბებსა და სიებში, რა ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ ქუთაისში პოლიტიკურ პარიებს  და როგორია მათი  მოლოდინები?

ვინ როგორ ემზადება მართველობისთვის? - პოლიტიკური ხმა თვითმმართველობაში მოსასვლელად - ეს არის თემა, რომელზედაც გადაცემაში თითოეული პარტიისა თუ პოლიტიკურ  გაერთიანების წარმომადგენელთან ცალ-ცალკე ვისაუბრებთ.

დღევანდელი გადაცემის სტუმარია პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისის უფროსი და პარტიის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, დავით წიტაიშვილი.

რა პროგნოზებს აკეთებენ პარტიაში - ნახეთ ვიდეო:

 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლე მორგოშია, ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა