|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის მიერ გასხვისებული ტერიტორია სამეზობლო დავად იქცა

ქუ­თა­­სის მე­რი­ის მი­ერ გასხვი­სებული ტე­რი­ტო­რია მე­ზობლებს შო­რის  და­ვის საგ­ნად იქ­ცა. ირაკ­ლი აბაში­ძის №14 ბინის მაცხოვ­რებლები, მა­თი­ვე მე­ზობელს, ბინის წინ არ­სებული სკვე­რის და­ნა­შა­­ლებრი­ვი გზით მით­ვი­სებაში ადა­ნა­შა­­ლებენ. ისი­ნი, ასე­ვე, გასხვი­სებულ ფარ­თზე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­­ნი ბინის მშე­ნებლობას აპ­რო­ტეს­ტებენ და ტე­რი­ტო­რი­ის­თვის პირ­ვან­დე­ლი ფუნ­ქცი­ის დაბრუ­ნებას ითხოვენ.

ირაკ­ლი აბაში­ძის გამ­ზირ­ზე, 8 ოჯახის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საცხოვ­რებელი კორ­პუ­სის მშე­ნებლობა 1992 წელს და­იწყო.ად­გი­ლობრი­ვების რწმუ­ნებით, იმ პე­რი­ოდ­ში რო­დე­საც ბინის აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ოები და­იწყო, შე­ნობის წინ, ქუ­ჩის მხარეს, მი­წის ფარ­თობზე გა­ნა­შე­ნი­­ნებული სკვე­რი ფუნ­ქცი­­ნი­რებდა, რომელიც დღეს კერძო მფლობელზეა გასხვისებული.

"მა­სა­ლების შე­მო­ტა­ნის დროს ერ­თი­ნაძ­ვი მან­ქა­ნამ გა­­ფუ­ჭა, რის გა­მოც იმ­დრო­ინ­დელ­მა მთავ­რობამ ჯარი­მა დაგ­ვა­კის­რა და გარ­და ამი­სა, ტე­რი­ტო­რი­ის შე­მო­ღობვა დაგ­ვა­ვალ­დებულა," - ამბობს კორ­პუს­ში მაცხოვ­რებელი, ჯონი გუ­რე­ში­ძე.

კორ­პუ­სის ბინად­რების ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო წლების გან­მავ­ლობაში სკვე­რი გა­­ჩეხა. მა­თი ვა­რა­­დით, სკვე­რის გა­ნად­გუ­რება მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოხდა.

"რო­გორც  ჩანს ეს ასე იყო და­გეგ­მი­ლი. ტე­რი­ტო­რი­ას უნ­და და­­კარ­გა ­კვე­რის სახე, რომ გა­ნად­გუ­რებული სკვე­რის ხელ­ში ჩაგ­დება უფ­რო ად­ვი­ლად მომხდა­რიყო. თუმ­ცა,­მთლი­­ნი სკვე­რის გასხვი­სება მე­რი­ამ ვერ გაბედა და მოხდა მი­სი ცალ­კე­­ ნა­წი­ლებად გაყიდ­ვა," - ამბობს კორ­პუ­სის მაცხოვ­რებელი, ნა­ნა ნუ­ცუბიძე.

თუმცა, კორპუსის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, თავდაპირველად ტერიტორიის მფლობელად პარლამენტის დეპუტატი მოიაზრებოდა. მოგვიანებით კი გაარკვიეს, რომ ირაკ­ლი აბაში­ძის გამ­ზი­რის №14-ში არ­სებული მი­წის ფარ­თობი 2005 წლი­დან  ამ­ვე კორ­პუ­სის მაცხოვ­რებელს, მურ­მან გვე­ნე­ტა­ძეს ეკუთ­ვნის. რო­გორც გვე­ნე­ტა­ძის მე­ზობლები ამბობენ, მათ ამის შე­სახებ რამ­დე­ნი­მე წლის დაგ­ვი­­ნებით, საჯარო რე­ეს­ტრი­დან მი­ღებული დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გაც­ნობის შემ­დეგ­ შე­იტყვეს.

საჯარო რე­ეს­ტრის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, გვე­ნე­ტა­ძემ 2005 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი­დან 210 კვ.მ ფარ­თი შე­­ძი­ნა, რა­შიც მან 4225 ლა­რი გა­დაიხადა. თვით­მმარ­თვე­ლობის ბალან­სზე არ­სებული მი­წის ნაკ­ვე­თის შე­ძე­ნა მან მე­რი­ის მი­ერ გა­მოცხადებული აუქ­ცი­­ნის წე­სით შეძ­ლო.

მოგ­ვი­­ნებით, 2007 წელს, ასე­ვე აუქ­ცი­­ნის წე­სით, გვე­ნე­ტა­ძემ ად­რინ­დელ შე­ნა­ძენს კი­დევ 63 და 21 კვ. მეტ­რის ფარ­თები მი­­მა­ტა, რა­შიც შე­საბამი­სად, 340 და 115 ლა­რი გა­დაიხადა.

ქუ­თა­­სის ქო­ნების მარ­თვი­სა და პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის სამ­სახურის ცნობით, 2009 წელს მთე­ლი ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­­ზე მი­წის ფა­სი 10-ჯერ გა­­ზარ­და. ამას­თა­ნა­ვე პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რია მთლი­­ნად მო­იქ­ცა მე­­რე ზო­ნის პირ­ველ ქვე­ზო­ნა­ში, სა­დაც ამჟამად 1 კვ.მ მი­წის ფა­სი 91 ლა­რი ღირს.

ამ დრო­­სათ­ვის, გვე­ნე­ტა­ძის სა­კუთ­რებაში არ­სებული ფარ­თის მიმ­დებარედ გა­უსხვი­სებლად დარ­ჩე­ნი­ლია 147 კვ. მი­წის  ფარ­თობი, რო­მე­ლიც სახელ­მწი­ფო სა­კუთ­რებას წარ­მო­ად­გენს. რო­გორც კორ­პუ­სის მაცხოვ­რებლები ამბობენ, მურ­მან გვე­ნე­ტა­ძეს გა­უსხსვი­სებელი ფარ­თის შე­ძე­ნაც სურს. თუმ­ცა, ისი­ნი დათ­მობაზე წას­ვლას არ აპი­რენ და ტე­რი­ტო­რი­ის გასხვი­სების წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან.

"იყო დრო, რო­დე­საც ამ სა­კითხის თაობაზე ბევრს ვიბრძო­დით, მაგ­რამ მე­რი­ის შე­ნობაშიც კი ვერ შევ­დი­­დით. საბოლო­ოდ, რო­ცა მო­ვახერხეთ შეს­ვლა, მე­რი­ამ გა­დაწყვი­ტა რომ გვე­ნე­ტა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­­ტა­ნა, იმ მი­ზე­ზის გა­მო, რომ მას ჰქონ­და ვალ­დებულება, თუ­კი მე­­რე და მე­სა­მე ნაკ­ვეთს შე­­ძენ­და, ტე­რი­ტო­რია გა­ემ­წვა­ნებია, რაც დღემ­დე არ შე­უს­რუ­ლებია. მან გა­­მარჯვა, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლება იყო უსა­მარ­თლო," - აცხადებს კორ­პუ­სის მაცხოვ­რებელი, ნა­ნა ნუ­ცუბიძე.

მო­სახლეობის მი­მარ­თვის შემ­დეგ ქუ­თა­­სის მე­რი­ამ, წლების წინ გასხვი­სებული სახელ­მწი­ფო სა­კუთ­რების უკან დაბრუ­ნება, სა­სა­მარ­თლოს გზით გა­დაწყვი­ტა და 2012 წელს მურ­მან გვე­ნე­ტა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ქუ­თა­­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­­ტა­ნა. ამა­ვე წლის 12 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნებით (საქ­მე №2/956) ირ­კვე­ვა, რომ ირაკ­ლი აბაში­ძის გამ­ზი­რის №14-ში არ­სებული მი­წის ნაკ­ვე­თი, კვლავ მურ­მან გვე­ნე­ტა­ძის სა­კუთ­რებაში დარ­ჩა.

მურ­მან გე­ვე­ნე­ტა­ძე,­ რო­მე­ლიც ნაკ­ვე­თის მფლობელად ოფი­ცი­­ლუ­რად 2005 წლი­დან ით­ვლება, უარყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ წლების წინ აღ­ნიშ­ნულ ტე

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა