|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობის დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება

ორმაისობა, იგივე გვირილობის დღესასწაული ქუთაისში ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. თუმცა წარმოდგენილი იქნება ორი შედარებით არატრადიციული ღონისძიება ლაზერ შოუ, რომელიც ღამის საათებში მოეწყობა და ცეცხლოვანი შოუ.  ამ უკანასკნელს უკრაინელი მოცეკვავეები წარმოადგენენ.

მოქმედების ადგილს ქალაქის ცენტრი, ცენტრალური ბაღი, მონ პლაზირის ტერიტორია, ვერიკო ანჯაფარიძის ბაღი და მუხრანის ტყე პარკი წარმოადგენენ.

სადაც მოეწყობა ქუთაისში მოქმედი სხვადასხვა თეატრების წარმოდგენები,პერფორმანსები,გამოფენები, მოეწყობა სპორტული ასპარეზობები, ღვინის ფესტივალი, კონცერტები.  რომელთაც ადგილობრივი და ჩამოსული ჯგუფები გამართავენ. საღამოს დაასრულებს ანსამბლ „ქუთაისის“,ჯგუფ  „ფრანის“ კონცერტი  და ლაზერ შოუ ცენტრალურ მოედანზე. 

ორამისობის დღესასწაულისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა