ქუთაისის ოპერის თეატრში ამერიკელი ჯაზ-პიანისტის კონცერტი გაიმართება
30 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში ჯაზ-პიანისტის, ჯასტინ კოფლინის კონცერტი გაიმართება. კონცერტი ამერიკის კულტურის ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა და ფესტივალის კულმინაციად ჩაითვლება. ფესტივალის, რომელიც ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს ქალაქებში.
კონცერტს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც
დაესწრება და თავად წარადგენს სხვადასხვა ჯილდოების ლაურეატ, უსინათლო მუსიკოსს ჯასტინ კოფლინს.
ამერიკის კულტურის ფესტივალის ფარგლებში
ქუთაისში მოეწყო ამერიკული ფილმების ჩვენება, ფოტოგამოფენა და ალენ გინზბერგის პოეზიის
საღამო.
ფესტივალის ორგანიზატორია ამერიკის
საელჩო საქართველოში.
ჯაზ-კონცერტი 17 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ავტორი: ნიუპრესი