"სტრატეგია აღმაშენებელმა" სიის პირეველი ოცეული წარადგინა
"სტრატეგია აღმაშენებელმა" სიის პირველი ოცეული წარადგინა. კოალიციის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით,"სტრატეგია აღმაშენებლის" პარტიულ სიაში არიან ახალი სახეები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ქვეყნის განვითარებაზე.
საარჩევნო სიის სათავეში კოალიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი არიან, მესამე ადგილს პაატა მანჯგალაძე იჭერს, მეოთხე ნომერით კი უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდიაა წარმოდგენილი.
ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე მეათე ნომრით არის სიაში წარმოდგენილი.
სხვადასხვა რეიტინგების გათვალისწინებით, კოალიციის რეიტინგი მზარდია და ის 4-დან 6 %-დე მერყეობს. ოპტიმისტური გათვლების მიხედვით, სტრატეგიიდან პარლამენტი 10 ადამიანი შესაძლოა შევიდეს.
"სტრატეგია აღმშენებლის" ათეული ასეთია
1.გიორგი ვაშაძე
2.თაკო ჩარკვიანი
3.პაატა მანჯგალაძე
4.თეონააქუბარდია
5.ბესო ბარქაია
6.სერგო ჩიხლაძე
7.დავით ცეკვავა
8.თეონა ჭალიძე
9.ლევან ჭიჭინაძე
10.გიორგი თევდორაძე
ავტორი: ნიუპრესი -