სტრატეგიულ ობიექტებზე დასაქმებულებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ - ზვიად შალამბერიძე
სტრატეგიულ ობიექტებზე დასაქმებულებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა განაცხადა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფიცირებულების სტატისტიკა კვლავ გაიზარდა, შეზღუდვებიც გამკაცრდება.
"დღეიდან უკვე ამოქმედდა კომენდატის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 22 საათიდან დილის 5 საათამდე. გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ავტომანქანებით ისე ფეხით მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვინც მუშაობს სტრატეგიულ ობიექტზე მათ არანაირად არ შეექმნებათ გადაადგილების პრობლემა. მათვის გვექნება ცალკე დაშვება. მსგავსი გამოცდილება გვქონდა გაზაფხულზე და ამ მხრივ არანაირი შეფერხება ქუთაისში არ იქნება. ზრდადი სტარისტიკის გამო სახელმწიფო ახორციელებს ყველა იმ ნაბიჯს, რასაც ვაკეთებთ. იმ შემთხვევაში თუ კიდევ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გაგრძელდება, თუმცა დღეის მდგომარეობით დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება",-განაცხადა შალამერიძემ.
შეგახსენებთ, გადაადგილებაზე შეზღუდვები 9 ნოემბრიდანამოქმედდა. ქალაქში 22 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი