|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტუდენტების პროტესტს აწსუ-ს პროფესორ - მასწავლებლები შეურთდნენ

წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულები დღეს მარშს გამართავენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს. სტუდენტებს პროტესტს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორი შეურთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას და უარს ეუბნებიან სადავო კანონპროექტს.

 მათი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე.

"აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ -  მასწავლებლები ვაპროტენთ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ-ს სტუდენტების მიმართ, რომელთაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ სურვილთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია, არა რუსულ კანონს", - აცხადებენ ლექტორ მასწავლებები.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გუშინ გაიფიცნენ, მათ აუდიტორიებში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ავტორი: ნიუპრესი