|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტუმრების გამასპინძლებისათვის არა 16 ათასი, არამედ 8 000 ლარამდე დავხარჯეთ"-ქუთაისის მერია

"სტუმრების გამასპინძლებისათვის არა 16 ათასი, არამედ 8 000-მდე ლარი დავხარჯეთ", - ამის შესახებ  ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის  პეტრე ადამაძე პასუხობს.
მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. 
 
"საკრებულოს წევრმა, მიზანმიმართულად, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორი ორგანიზაციის - ქუთაისის მერიისა და DMO იმერეთი-ს მიერ, წლის განმავლობაში ამ ეტაპზე დაგეგმილი წარმომადგენლობითი ხარჯები გააერთიანა. ამასთანავე, ფაქტობრივი ხარჯის - 7739 ლარის ნაცვლად, დაასახელა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის დაგეგმილი 16000 ლარი. ტყუილია მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თითქოს აღნიშნული თანხა მოხმარდა სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალჩინოსნების კვებას. ზემოთაღნიშნული 7739 ლარი დაიხარჯა უცხოური დელეგაციების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების (სტუმრების) გამასპინძლებისთვის", - განაცხადა ადამაძემ.
 
რაც შეეხება ვაქცინაციის ცენტრებამდე მოსახლეობის ტრანსპორტირების საკითხს,  პეტრე ადამაძის განცხადებით, სავარაუდოდ,  დღის ბოლომდე გამოცხადდება ტრანსპორტის ლოკაციები, საიდანაც, მოქალაქეებს  ვაქცინაციის ცენტრებამდე გადაადგილება შეეძლებათ.
 
 შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც პანდემიის პირობებში მერიის მიერ გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბრა. მან ასევე მოუწოდა მერიას ვაქცინაციის ცენტრებამდე მოსახლეობის ტრანსპორტირება უზრუნველყოს.  
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი