|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სუს-მა ვანის საკრებულოს წევრზე ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოაცხადა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვანის საკრებულოს წევრზე ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოაცხადა. ბიჭიკო პაიკიძე B.P. TRANS-ის ყოფილი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

ამავე დროს პაიკიძის შვილის ნათლია სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია.

საქმე ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლებას  უკავშირედება. დღეს აღნიშნულ ფაქტზე 5 პირი დააკავა, ერთ პირზე კი ძებნა გამოაცხადა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს", - განაცხადეს სუს-ში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა